წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
45. ვინც თავისი შეურაცხმყოფელებისთვის ლოცულობს, დემონებს ამარცხებს; ხოლო ვინც პირველებს ებრძვის, უკანასკნელთა მიერ მარცხდება
42. მწუხარების საზღაურად ადამიანისთვის გამზადებულია კეთილი, პატივმოყვარეობისა და განცხრომისათვის - ბოროტი
41. აღასრულებ რა სათნოებას, გაიხსენე მთქმელი: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15.5)
39. ნუღარ ამხელ მას, ვინც თავი დაანება ცოდვას და შეინანა. თუ ამბობ, რომ ღმერთის სახელით ამხილებ, მაშინ თავდაპირველად საკუთარი ცოდვები აღიარე
38. სხვაა ბოღმითა და შურისძიების წყურვილით მხილება, სხვაა - ღვთის შიშითა და ჭეშმარიტებით
37. ზოგიერთი თითქოს კეთილ საქმეს სჩადის და ამით მოყვასზე იძიებს შურს; ზოგიერთი კი ამას არ ჩაიდენს და გონებით სარგებელს პოვებს
36. ქების საბურველით განკითხვისა და გაკიცხვის დამფარველი ამოუცნობია მდაბიოთათვის. მისი მსგავსია თავმდაბლობით შენიღბული დიდებისმოყვარენიც, რომელნიც ჭეშმარიტებას სიცრუით დიდხანს ფარავდნენ და საბოლოოდ საქმეებით იქნენ თავისთავად მხილე... იხილეთ სრულად
35. ზოგი საქმე თითქოს კარგია, მაგრამ მისი განზრახვაა არაკეთილი; ზოგიერთი კი ისე აღესრულება, თითქოს ცუდია, მაგრამ შემსრულებლის განზრახვაა კეთილი. აღნიშნული მაგალითის თანახმად, ზოგიერთები არა მარტო საქმეს აკეთებენ, არამედ სიტყვასაც ... იხილეთ სრულად