წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
59. ნუ უსმენ შენს მამაზე საყვედურის მთქმელს და ნურც მას წაახალისებ, ვინც მას შეურაცხყოფს; რათა შენი ნამოქმედარის გამო უფალი არ განგირისხდეს და არ აღგგავოს პირისაგან მიწისა.
თემა: შეურაცხყოფა, ლანძღვაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
57. თუ "რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხავს ძმასა თვისსა, განიკითხავს ჰსჯულსა" (იაკ. 4,11), ქრისტეს სჯული კი არის სიყვარული (იოან. 13, 34), მაშინ განა მაწყევარი არ განეშორება ქრისტეს სიყვარულს და განა თავად არ ხდება საკუთარი მარადიული ტანჯვის მიზეზი?
თემა: განკითხვა, წყევლა, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარულიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
56. თუ სიყვარული არის "აღმასრულებელი ჰსჯულისა" (1კორ. 13,10), მაშინ მოყვასის ძვირადმახსენებელი, მისთვის ბოროტების მზრახველი, მისი მაწყევარი და მისი დაცემით გახარებული, განა არ არის სჯულის დამრღვევი და განა არ იმსახურებს მარადიულ ტანჯვას?
თემა: წყევლა, სიყვარული მოყვასისადმი, ბოროტება, სიყვარულიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
55. თუ სიყვარულმა "მოყვასსა თვისსა ბოროტი არა უყვის" (რომ. 13,10), მაშინ ძმის მოშურნე, მისი დიდებით დამწუხრებული, ანდა ბოროტი სიტყვით მისი სახელის შემბღალავი, მისი ბოროტად ცილისმწამებელი, განა არ ხდის თავის თავს სიყვარულისათვის უცხოსა და მარადიული სასჯელისათვის ბრალდებულს?
თემა: შური, ცილისწამება, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარულიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
52. დაბრკოლებათა ჟამს ნუ მიატოვებ შენს მონასტერს, არამედ ვაჟკაცურად დაითმინე გულისთქმათა, განსაკუთრებით მოწყინებისა და სევდის აღმძვრელთა ამბოხი, რამეთუ ამ გზით, განსაცდელთა მეშვეობით, კეთილგანზრახულად გამოცდილი, უფლის მტკიცე იმედს მოიპოვებ. თუკი დატოვებ მონასტერს, მაშინ გამოუცდელი, ლაჩარი და მერყევი იქნები.
თემა: განსაცდელები, ღვთის იმედი, მოწყინება, მონაზონთათვისავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
51. უგუნური, ვნებებს დამონებული, მრისხანებით ძლეული, აფორიაქების ჟამს ისწრაფვის, განუსჯელად გაიქცეს ძმათაგან. ხოლო, როცა ავხორცობა შეიპყრობს, მაშინ მონანული კვლავ ბრუნდება და მათთან საუბრობს. კეთილგონიერი კი ორსავე შემთხვევაში სხვაგვარად იქცევა. როცა გამწყრალია, აღკვეთს აღშფოთების მიზეზებს და თავისუფლდება ძმებზე წყრომისაგან, ავხორცობის მოძალებისას კი თავს იკავებს გულისთქმათა და უქმი მეტყველებისაგან.