სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბევრი ჩვენგანი მოუცლელობის საბაბით იშვიათად ამბობს აღსარებას. არადა, რაოდენ საჭიროა ხშირი სინანული. რამდენჯერ მომხდარა, რომ სულიერი კრიზისის ჟამს იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ მიგვემართა სულიერი მკურნალისათვის, მოუცლელობის მიზეზით სინანული გადაგვიდია, მერე კი ყველაფერი დავიწყებას მისცემია. ბევრი ჩვენგანი მოუცლელობის საბაბით იშვიათად

737. უფალმა თქვა: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“ (მათე 5, 4); ხოლო მოციქული ამბობს: „მარადის გიხაროდენ“ (1 თეს. 5, 17) და „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით“ (რომ. 12, 10). მითხარი: რომელი საქმე ერაცხება ადამიანს გლოვაში და რომელი მუდმივ მხიარულებაში? და შესაძლებელია თუ არ ორივეს - გლოვის და მხიარულების თანაარსებობა?
გლოვა ღვთისნიერი სევდაა, რომელსაც სინანული შობს; სინანულის ნიშნები კი: მარხვა, ფსალმუნთა გალობა, ლოცვა და ღვთის სიტყვის შესწავლაა. მხიარულება ღვთისნიერი სიხარულია, რომელიც სხვებთან შეხვედრისას წესიერად მჟღავნდება სახის გამომეტყველებასა და სიტყვაში. დაე, გულმა გლოვა შეინარჩუნოს, ხოლო სახემ და სიტყვამ შესაფერისი ხალისი.
გლოვა ღვთისნიერი სევდაა, რომელსაც სინანული

როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი, ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა საზრდოსა, ქრისტეს სისხლსა და ხორცსა. როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს

გლოვისა და სინანულის გრძნობა ერთადერთია, რაც ესაჭიროება სულს, რომელიც უფლისგან საკუთარ ცოდვათა მიტევებას ითხოვს. ეს კეთილი ნაწილია! თუ იგი აირჩიე, ნუ დაკარგავ მას! ნუ გაცვლი ამ საგანძურს ფუჭ, ცრუ, იძულებით მოჩვენებით მადლმოსილ შეგრძნებებზე, ნუ წარწყმდები საკუთარი თავის ცდუნებით. გლოვისა და სინანულის გრძნობა ერთადერთია, რაც

რამდენადაც სასარგებლოა მწარე აბზინდა (ბალახის სახეობა – რედ.) მათთვის, ვისაც საჭმლის მონელება უჭირთ, იმდენად სასარგებლოა ავზნიანებისთვის განსაცდელთა დათმენა; ვინაიდან ამგვარი მკურნალობა პირველებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება, მეორეებს კი – სინანულში. რამდენადაც სასარგებლოა მწარე აბზინდა (ბალახის

ხშირად მოხდება ისიც, რომ კაცს აქვს ერთი რომელიმე ცოდვა დაჩემებული და შეყვარებული; თუმცა ნანობს, მაგრამ არ შეუძლია იმ ცოდვის დატოვება. ნიშანი ჭეშმარიტისა სინანულისა ის არის, რომ კაცმა დატოვოს და მოიძულოს მისგან შეყვარებული და შეჩვეული ცოდვა. ხშირად მოხდება ისიც, რომ კაცს აქვს ერთი

მარხვა არის ძლიერი შემწე სინანულისა. უეჭველია, და ყოველს ბეჯითს ქრისტიანეს გამოუცდია, რომ მაძღარს კაცს, როდესაც სტომაქი სავსე აქვს საჭმლითა და სასმლითა, სრულიად არ შეუძლია არა თუ მონანება, არამედ უბრალო ლოცვის წართქმა გულმოდგინედ. მარხვა არის ძლიერი შემწე სინანულისა.

სინანული ყველაფერი იმისგან განშორებაა, რაც ამ სოფელზე მიგვაჯაჭვავს და სრული მწუხარების მოხვეჭა, რომელიც სიკეთის მომტანია. მონანული გული უნდა იყოს, როგორც ისრით, განუკურნებლად დაჭრილი და მსურველი იმისა, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. სინანული ყველაფერი იმისგან განშორებაა, რაც ამ

როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერიც – ეშმაკიც უმალ გაიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა–ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლთაც დავღვრით. როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე

სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა საკუთარი თავის რეალურად შეფასებას იწყებს, როცა დაინახავს იმას, რაც მართლაც აქვს. როგორც კი ადამიანი ამას დაინახავს, აღარ დაბრმავდება თავისი მოჩვენებითი სათნოებებით, არამედ მეზვერესავით აღეძვრება ძლიერი სინანული. სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2