ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
დიდი განსაცდელები ოკეანედ არასოდეს მოგვეჩვენება, როცა ვიფიქრებთ, რომ ყველაფერს უფლის წმინდა მარჯვენა განაგებს და გვაძლევს, ღმერთს კი ადამიანებზე მეტად ვუყვარვართ.
სულს, რომელსაც ჯანმრთელობამ მავნე უზრუნველობისკენ უბიძგა, სნეულება აიძულებს სწორი ცხოვრების კალაპოტში ჩადგეს. „ჭირსა შინა მოგიხსენეთ შენ" (ეს. 26, 16); „ჭირსა ჩემსა განმივრცე მე“ (ფსალმ. 4, 1); „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვ... იხილეთ სრულად
უმეცრებისა და ღვთის დავიწყების ბანგით მიძინებული სულისთვის სნეულება გამომაფხიზლებელი საყვირია.
უფლის მთავარი მიზანია, რომ ტანჯვის მიუხედავად, ძვირფასი სული აცხონოს. მოთმინებასა და განათლებას ადამიანს ის თვითონვე აძლევს, ჯვრის ბოლომდე მიტანა რომ შეძლოს.
სასაფლაოზე როცა მივდივართ, ყველა საფლავზე თითო ჯვარს ვხედავთ: ზოგი ხისაა, ზოგი ქვის, ზოგიც რკინის... ყოველი ქრისტიანის სულსაც ღმერთი ჯვარს აძლევს – ზოგს რკინისას, ზოგს ხისას, ზოგს ქვისას, თითოეულს სხვადასხვანაირს, როგორც ღვთის სიბ... იხილეთ სრულად