ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
საუკუნო განსვენება მათთვისაა, ვინც სხვადასხვა მწუხარებას დაითმენს. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათ. 11, 28), – ამბობს უფალი.
უფალი იესო ქრისტე თავის მიმდევართა მომავალ განსაცდელს ხედავდა და მათ ასე განამტკიცებდა: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21, 19), „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მათ. 10, 22).
თუ თავად ყოვლადძლიერმა, უცოდველმა უფალმა ადამიანის გადასარჩენად ჯვარი იტვირთა, როგორ გვჭირდება მაცხონებელი ჯვარი ჩვენ, უბადრუკებს, რომლებიც ყოველ წუთს ვცოდავთ?
ჯვარისმტვირთველი ქრისტე მაგალითად იქცა. გვიჩვენა, რომ ვისაც ცხონება სურს, მას უნდა გაჰყვეს, დაითმინოს ჯვარი, რომელსაც უფალი მისი ძალისამებრ უბოძებს, გოლგოთაზე ავიდეს, იესოსთან ერთად ჯვარს ეცვას და შემდეგ ღვთის სასუფეველში მასთან ე... იხილეთ სრულად