ჩვენი იესო წმინდა სახარებაში რვალის გველის ამაღლებას თავის ცხოველმყოფელ ამაღლებას ადარებს და ამბობს: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი“ (იოან. 3, 14). ამრიგად, შხამიან გველში იგულის...
იხილეთ სრულად
ჩვენი იესო წმინდა სახარებაში რვალის გველის ამაღლებას თავის ცხოველმყოფელ ამაღლებას ადარებს და ამბობს: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი“ (იოან. 3, 14). ამრიგად, შხამიან გველში იგულისხმება ცოდვა, რომელიც ადამიანს დანაშაულებრივი და ვნებიანი სიამოვნების მეშვეობით გესლავს, უბადრუკ სულს შხამავს და მის სიკვდილსა და ღვთისგან განშორებას იწვევს.
ლუკა მახარებელი მაცხოვრის სიტყვებს გადმოგვცემს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლუკ. 14, 27), და ისევ: „რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვი...
იხილეთ სრულად
ლუკა მახარებელი მაცხოვრის სიტყვებს გადმოგვცემს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლუკ. 14, 27), და ისევ: „რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და მომდევდინ მე“ (ლუკ. 9, 23).
იმ დროიდან მოყოლებული, როცა ჩვენმა ტკბილმა იესომ თავის უხრწნელ მხრებზე პატიოსანი ჯვრის ცხოველმყოფელი ძელი იტვირთა და ჯვარს ეცვა, მისი მიმდევრები საუკუნეების მანძილზე მრავალგვარ მწუხარებასა და განსაცდელს ითმენენ. ქრისტიანი ამით სხვ...
იხილეთ სრულად
იმ დროიდან მოყოლებული, როცა ჩვენმა ტკბილმა იესომ თავის უხრწნელ მხრებზე პატიოსანი ჯვრის ცხოველმყოფელი ძელი იტვირთა და ჯვარს ეცვა, მისი მიმდევრები საუკუნეების მანძილზე მრავალგვარ მწუხარებასა და განსაცდელს ითმენენ. ქრისტიანი ამით სხვადასხვა სახის დამღუპველ თავისმოყვარებაზე იმარჯვებს.