ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
მწუხარება და სნეულება უსაზღვრო საუკუნო დიდებას უმზადებს მათ, ვინც ითმენს და მადლობს ღმერთს. 5. გისურვებ, შვილო, მოთმინებისა და ნუგეშინისცემის ღმერთმა გაგაძლიეროს სნეულებისას, რომელიც ღვთის ნებით მოგეცა.
შვილო, წმინდა გოლგოთის აღმართზე კეთილისმყოფელი უფლის მიერ მოცემული ჯვრით იარე. უფალს უყვარხარ და გწვრთნის, რომ მის სიწმინდეს ეზიარო.
რა დაგრჩენია? სრული მოთმინება, სიმხნევე განსაცდელში და უსაზღვრო მადლიერება ჩვენი სულების საუკეთესო განმგებლის მიმართ, რასაც მადლიანი სიმდაბლეც უნდა ახლდეს თან.
შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენდამი ღვთის სიყვარულიც ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გწვრთნის. განსაცდელებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს; მას სურს, ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დ... იხილეთ სრულად
ვის არ სტკივა, როცა ოპერაციას უკეთებენ და ვის არ სტკივა, როცა ღვთის მადლი შორდება და ათასობით უწმინდური გულისსიტყვა ატყდება თავს? ღვთიურმა სიბრძნემ ადამიანის გამოსწორება ასე განაგო.
იტვირთე, შვილო, შენი ჯვარი და იცოდე, რომ ღმერთი ხედავს, როგორ ვიტანჯებით და როგორც ნამდვილი მამა, ყველა საშუალებით ცდილობს „გამოიხატოს ქრისტე“ ჩვენ შორის (გალ. 4, 19). მას სურს ვევნოთ, რადგან იცის, რა აქვს გამზადებული ტანჯული შვილ... იხილეთ სრულად