ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ჩვენზე განცხადებული ღვთის სასწაულისა, არის დავით აღმაშენებლის დროს ქართველთა დაცემული სამეფოს აღორძინება და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა. მთელ ამ პროცესს შეიძლე...
იხილეთ სრულად
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ჩვენზე განცხადებული ღვთის სასწაულისა, არის დავით აღმაშენებლის დროს ქართველთა დაცემული სამეფოს აღორძინება და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა.მთელ ამ პროცესს შეიძლება ეწოდოს "ძლევა საკვირველი", რადგან თექვსმეტი წლის ყმაწვილმა დავითმა ტერიტორიებდაკარგული, გაღატაკებული, მოსახლეობისაგან დაცლილი, სულიერად და მორალურად განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა და ღმერთმა თავისი სიდიადე დაუძლურებულ ერში ს...
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ განსაცდელს უფალი უშვებს, რათა, როგორც ცალკეული ადამიანი, ისე ესა თუ ის ერი გამოიცადოს "ვითარცა ცეცხლში გამოწრთობილი ოქრო".
ცოდვა დღეს არ წარმოშობილა, იგი უძველესი დროიდან არსებობდა და არსებობს, მაგრამ ადრე ცოდვას ცოდვა ერქვა და იგი სირცხვილად მიიჩნეოდა; დღეს კი სიტუაცია იცვლება და იქითკენ მიდის, რომ ცოდვის ლეგალიზება მოხდეს. განა შეიძლება ნარკომა...
იხილეთ სრულად
ცოდვა დღეს არ წარმოშობილა, იგი უძველესი დროიდან არსებობდა და არსებობს, მაგრამ ადრე ცოდვას ცოდვა ერქვა და იგი სირცხვილად მიიჩნეოდა; დღეს კი სიტუაცია იცვლება და იქითკენ მიდის, რომ ცოდვის ლეგალიზება მოხდეს.განა შეიძლება ნარკომანობა იყოს ჩვეულებრივი მდგომარეობა და ნარკომანი საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიიჩნეოდეს? განა შეიძლება სოდომ-გომორის ცოდვა ბუნებრივ მოთხოვნილებად შევრაცხოთ და ეს გადახრა ჩვეულებრივ მოვლენად წარმოვაჩინოთ? მაშინ რატომღა ვსჯით ...
ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდობისათვის, და არა მარტო მისთვის, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ნარკომანია წარმოადგენს. მან დღეს ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა. ზოგიერთს იგი არასწორი ყოფის გამოვლინებად მიაჩნია, თვით ნარკომანე...
იხილეთ სრულად
ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდობისათვის, და არა მარტო მისთვის, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ნარკომანია წარმოადგენს. მან დღეს ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა. ზოგიერთს იგი არასწორი ყოფის გამოვლინებად მიაჩნია, თვით ნარკომანები კი მას ლამის ვაჟკაცობად თვლიან; სინამდვილეში ეს არის ლაჩრობა, ეს არის სირცხვილი, ეს არის შიში რეალობისადმი და თავის არიდება იმ პრობლემებისათვის, რომელთა წინაშეც ყოველი ჩვენგანი დგას. იგია ცხოვრებიდან გაქცევის მცდელობა...
შეუძლებელია ამა თუ იმ განვითარებული სახელმწიფოს ცხოვრების წესი მხოლოდ მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური წინსვლის გამოვლინებად მივიჩნიოთ და მისაბაძად იგი ვაქციოთ, რადგან სინამდვილეში იქაური ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვანწილად არის შედეგი ამ ქ...
იხილეთ სრულად
შეუძლებელია ამა თუ იმ განვითარებული სახელმწიფოს ცხოვრების წესი მხოლოდ მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური წინსვლის გამოვლინებად მივიჩნიოთ და მისაბაძად იგი ვაქციოთ, რადგან სინამდვილეში იქაური ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვანწილად არის შედეგი ამ ქვეყნის კულტურის, რელიგიისა და ტრადიციისა.
შეუძლებელია, საზოგადოება უარყოფდეს თავის მეობას, უარყოფდეს იმ ზნეობრივ საფუძვლებს, რასაც ისტორიულად ეყრდნობოდა (მაგ., მეგობრობის, ღირსების, უფროსისადმი პატივისცემის, ქალის სიწმინდის ინსტიტუტს) და მან ააშენოს წარმატებული ქართული სა...
იხილეთ სრულად
შეუძლებელია, საზოგადოება უარყოფდეს თავის მეობას, უარყოფდეს იმ ზნეობრივ საფუძვლებს, რასაც ისტორიულად ეყრდნობოდა (მაგ., მეგობრობის, ღირსების, უფროსისადმი პატივისცემის, ქალის სიწმინდის ინსტიტუტს) და მან ააშენოს წარმატებული ქართული სახელმწიფო, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო მისი ისტორიიდან მომდინარეობს და საკუთარ ტრადიციებზეა დაფუძნებული.
შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და, მაგალითად, ჯარში იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს.
საზოგადოების, გასაკუთრებით კი მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრები...
იხილეთ სრულად
საზოგადოების, გასაკუთრებით კი მოზარდი თაობის მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას.