მწუხარებით, სნეულებით, ტანჯვით განუწყვეტლივ ვიღლებით, ეს ქვეყანა რომ შევიძულოთ და ის სოფელი ვისურვოთ, სადაც ღმერთს ქერუბიმნი და სერაფიმნი ადიდებენ, სადაც ნამდვილი განსვენება, ნეტარი ნათელი და დაუღამებელი დღეა.
შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილ...
იხილეთ სრულად
შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილის ცოდვამ დედის სიყვარულს სძლიოს? თუ დედას ასე უყვარს შვილი, როგორ უსაზღვროდ ვუყვარვართ ღმერთს, რომელმაც სიყვარული საქმით გვიჩვენა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის? პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი და სინანულმა აღადგინა იგი. ქრი...
თუ წმინდანები მწუხარების დროს ხარობდნენ, ჩვენ მოთმინებით მაინც მივიღოთ ის და ღმერთი არ დაივიწყებს მისი ნებისადმი, ანუ ტკივილისადმი ნებაყოფლობით ჩვენს უმნიშვნელო მოთმინებასაც კი.