სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი. ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი

ყველასთვის სასურველი მშვიდობა კიდევ უფრო მეტად სასურველია მშვიდობის დამარღვეველთათვის. ყველასთვის სასურველი მშვიდობა კიდევ უფრო

ის, ვინც საკუთარი სულის ცხონებაზე არ ზრუნავს, არასოდეს იზრუნებს მოყვასის ცხონებაზე. ის, ვინც საკუთარი სულის ცხონებაზე არ ზრუნავს

მქადაგებელი კეთილი საქმეებისა და უბიწო ცხოვრების გარეშე - რომელიც ასწავლის და არ ქმნის, ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს თავის მსმენელებს და მიემსგავსება ქუხილს - ელვის გარეშე, ისრის გარეშე დაჭიმულ მშვილდს, მარტო იქუხებს და მხოლოდ სიტყვებს ისვრის, მაგრამ ღვთის შიშით ვერ აღანთებს მსმენელთა გულებს. მქადაგებელი კეთილი საქმეებისა და უბიწო

ვისაც სხვისი ჭრილობების მკურნალობა სურს, თვითონ უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ავადმყოფობისგან, რათა არ მიემართებოდეს მას სახარების სიტყვები: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (ლუკა 4, 23). ვისაც სხვისი ჭრილობების მკურნალობა სურს

სხვის ვნებებზე ვერ იბატონებს ის, ვისაც ჯერ საკუთარი არ დაუძლევია სხვის ვნებებზე ვერ იბატონებს ის, ვისაც ჯერ

როდესაც გემზე მოცურავე უშვებს შეცდომას, ეს მასთან ერთად მოცურავეებს დიდ ზიანს არ აყენებს; ხოლო, როდესაც მესაჭე უშვებს შეცდომას, ამას საყოველთაო სიკვდილი მოაქვს; ასევე ხელქვეითთა ცოდვით დაცემა საზოგადოებას იმდენად არ ავნებს, როგორც თვით მათ, ხოლო სამღვდელო ხარისხის მქონეთა ცოდვებს ყველასთვის ზიანი მოაქვს. როდესაც გემზე მოცურავე უშვებს შეცდომას, ეს

თუ იესო ქრისტემ უბრალო ადამიანზე - მაცდუნებელზე თქვა: ვაი მას, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (ლუკა 17, 1). მაშ, რაღა უნდა ითქვას მაცდუნებელზე - ეკლესიის მსახურზე? თუ იესო ქრისტემ უბრალო ადამიანზე -

ჩვენი სულიერი მამის წინაშე გაცილებით მეტად ვართ ვალდებულნი, ვიდრე - ხორციელი მამის წინაშე, რადგან ეს უკანასნელნი ამა სოფლისა და საერო ცხოვრებისთვის გვშობენ, პირველნი კი - ზეცისა და მარადიული ცხოვრებისთვის. ჩვენი სულიერი მამის წინაშე გაცილებით მეტად

ყველა მღვდელს პატივი ეცი, მაგრამ კეთილთან იარე ყველა მღვდელს პატივი ეცი, მაგრამ კეთილთან

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2