სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბავშვის ზნეობრივი მდგომარეობა თითქმის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე უმეტესწილად დამოკიდებულია დედის ზნეობრივ გავლენაზე. "მოგვეცით საუკეთესო დედები, - ითქვა ერთხელ, - და საუკეთესო შვილები გვეყოლება". ბავშვის ზნეობრივი მდგომარეობა თითქმის მთელი

მშობლები, რომლებიც არ ზრდიან თავიანთ შვილებს ისე, როგორც საჭიროა, დროებითი ცხოვრებისთვის შობენ მათ, მაგრამ მარადიული სიკვდილისთვის კარს უხსნიან. მშობლები, რომლებიც არ ზრდიან თავიანთ შვილებს

წყლის წვეთი გლუვ ზედაპირზე იქითკენ მიდის, საითაც თითით წაიყვან; ასევე ნორჩი, ნაზი ბავშვი შეიძლება, წარმართო ერთ ან მეორე მხარეს (კარგიც და ცუდიც) და საითაც გინდა, იქით მიდრიკო. წყლის წვეთი გლუვ ზედაპირზე იქითკენ მიდის

ყრმა შეიძლება შევადაროთ დაფას, რომელიც სურათის დასახატადაა გამზადებული: რასაც მხატვარი აღბეჭდავს მასზე - ცუდს თუ კარგს, სიწმიდეს თუ ცოდვას, ანგელოზს თუ ეშმაკს - ის დარჩება. ასევეა ბავშვიც: როგორ ზნეობასაც მისცემენ მას მშობლები აღზრდის დასაწყისში - ღვთისთვის სათნოს თუ ღვთისთვის საძაგელს, ანგელოზებრივს ასწავლიან თუ ეშმაკეულს - სწორედ იმ ზნეობით იცხოვრებს იგი. ყრმა შეიძლება შევადაროთ დაფას, რომელიც

ჭურჭელი არ კარგავს თავის სურნელებას - ცუდს თუ კარგს - რითაც იყო იგი სავსე. ასევეა ბავშვის აღზრდაც! ამიტომ აუცილებელია, მას ბავშვობიდანვე ვასწავლოთ სიკეთე. ჭურჭელი არ კარგავს თავის სურნელებას - ცუდს თუ

ბავშვების მიმართ დაუდევრობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა და ეს უწმინდურების უკიდურესი ხარისხია. ბავშვების მიმართ დაუდევრობა ერთ-ერთი უმძიმესი

მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის დაისჯებიან, არამედ თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან. მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის

შვილები, რომლებიც მშობლებს აღზრდის დროს ავიწყდებოდათ, თავის მხრივ, ივიწყებენ მშობლებს, როცა გაიზრდებიან შვილები, რომლებიც მშობლებს აღზრდის დროს

ბავშვებისადმი უდიდესი გაუფრთხილებლობაა მხოლოდ მათთან გართობა ან მათით გართობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დგება დრო, რომ გართობაზე მეტად მათ სწავლაზე უნდა იზრუნონ. ბავშვებისადმი უდიდესი გაუფრთხილებლობაა მხოლოდ

ბავშვებისთვის მხოლოდ ალერსი და სიამოვნება საზიანოა. ყვავილების სილამაზე მზის სხივებზეა დამოკიდებული, მაგრამ როდესაც სხივები ძლაიან მწველია, მაშინ ყვავილები ღეროებზე ჭკნებიან ხოლმე. ბავშვებისთვის მხოლოდ ალერსი და სიამოვნება

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2