სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ახალგაზრდა ირიბი ხე ირიბად და უსახურად რჩება, თუ სინორჩეშივე არ გაასწორებენ. იგივე ითქმის ბავშვებზეც. თითოეულ მათგანში შეიმჩნევა თავნებობა და თავისებური ხასიათი. მათი ამ გამოვლინებების უყურადღებოდ დატოვება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საყვარელი არსებანი მთელი ცხოვრების მანძილზე უბედურებისთვის გავწიროთ. ახალგაზრდა ირიბი ხე ირიბად და უსახურად რჩება

ყრმა, რომელშიც ცუდი მიდრეკილებები კარგზე მეტად ვითარდება, ჰგავს ჭიისგან გამოხრულ ნორჩ ხეს, რომელიც საკუთარ თავში ნგრევის საწყისს მალავს. ყრმა, რომელშიც ცუდი მიდრეკილებები კარგზე

ბავშვებს უნდა მივუტევოთ ქარაფშუტობა და უყურადღებობა, და არა - ბოროტება და მზაკვრობა. ბავშვებს უნდა მივუტევოთ ქარაფშუტობა და

იმ ბავშვების გამო, რომელთა ტირილისაც მშობლებს მათი უსაქციელობის შემთხვევაშიც ეშინიათ, შემდგომში თვითონვე ხშირად უწევთ ტირილი. იმ ბავშვების გამო, რომელთა ტირილისაც მშობლებს

უკეთესია, ბავშვი ტიროდეს მამის გამო და არა მამა - შვილის გამო უკეთესია, ბავშვი ტიროდეს მამის გამო და არა

ისე აწყენინე სხვას, მითუმეტეს, შენს შვილებს, რომ შემდეგ მათ გაგახარონ (2 კორ. 2, 2; 7, 9). ისე აწყენინე სხვას, მითუმეტეს, შენს შვილებს

მებაღე ნორჩ, ახლადდანერგულ ხეს მიწაში მყარად დამაგრებულ სარზე მიაბამს, რათა ქარმა არ ამოგლიჯოს იგი და ზედმეტ ამონაყარს აჭრის, რათა მათ ზიანი არ მიაყენონ და არ დააჭკნონ ნორჩი მცენარე. ასევე მოექეცით თქვენს შვილებს: მათი გულები ღვთის შიშით განამტკიცეთ, რათა საცდურისგან არ შეირყნენ; მოკვეთეთ მათში გაჩენილი საცდურები, რათა ისინი არ განმტკიცდნენ და არ მოკლან წმიდა ნათლისღებით დაბადებული შინაგანი ახალი ადამიანი მებაღე ნორჩ, ახლადდანერგულ ხეს მიწაში მყარად

აღზრდისას არც ზედმეტი სირბილეა საჭირო, და არც სიმკაცრე - მხოლოდ გონიერებაა საჭირო. აღზრდისას არც ზედმეტი სირბილეა საჭირო, და

გაღიზიანებული მასწავლებელი კი არ ასწავლის, არამედ - აღიზიანებს გაღიზიანებული მასწავლებელი კი არ ასწავლის

მშობლებო! "ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა" (ეფეს. 6, 4), არამედ - გიყვარდეთ: სიყვარულის ხმას გული ყოველთვის ეხმიანება. მშობლებო! ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2