სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი – ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი და...
იხილეთ სრულად
სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი – ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: "ყოველი ცოდვა და გმობა ...
ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იღებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური...
იხილეთ სრულად
ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იღებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება" და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21)
ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე – გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.
კულტურის განმაპირობებელი სამი ძირითადი ფაქტორია მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენი მამული ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიაა, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჯერ კიდევ I საუკუნეში ანდრია მოციქულის მიერ ეზიარა. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხ...
იხილეთ სრულად
კულტურის განმაპირობებელი სამი ძირითადი ფაქტორია მამული, ენა, სარწმუნოება.ჩვენი მამული ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიაა, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჯერ კიდევ I საუკუნეში ანდრია მოციქულის მიერ ეზიარა. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "მოვიდა ანდრია ტრაპიზონსა, სოფელსა მეგრელთასა".ჩვენი ენა კი უძველესია და საიდუმლოებით მოცული და მას "სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიან". იგი შეიძლება შევადაროთ სინათლეს, რომელიც თავის თავში მოიცავს ცისარტყელას ფერებს. ეს ...