ახლად დაბადებისა და განახლებისათვის ყოველი ქრისტიანია მოწოდებული, პავლე მოციქული მოგვიწოდებს: განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (კოლა...
იხილეთ სრულად
ახლად დაბადებისა და განახლებისათვის ყოველი ქრისტიანია მოწოდებული, პავლე მოციქული მოგვიწოდებს: განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (კოლას. 3,9-10).
ყოველივე და, მით უმეტეს, ყოველი წელი გონიერი კაცისთვის დიდი გაკვეთილია. განვლილი დროის მცირე მონაკვეთიც კი გვაახლოებს მარადიულობის კარიბჭესთან და ამან უნდა დაგვაფიქროს.
ყველა მიწიერი სიხარული ნაკლულევანია; მას მუდმივად თან ახლავს სიხარულის განქარვების წინათგრძნობისეული სევდა და მართლაც, ბედნიერება ხშირად გვტოვებს მოულოდნელად, ზოგჯერ კი ჩვენ თვითონ ვშორდებით მას...
ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის გონების ვარჯიში, აბსტრაქტული და ფილოსოფიური აზროვნება როგორღაც უცხო გახდა. მათ აღარ სურთ და არც შეუძლიათ ყურადღების გამახვილება ერთ საგანზე; სულ ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს ეძებენ, გაურბიან დი...
იხილეთ სრულად
ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის გონების ვარჯიში, აბსტრაქტული და ფილოსოფიური აზროვნება როგორღაც უცხო გახდა. მათ აღარ სურთ და არც შეუძლიათ ყურადღების გამახვილება ერთ საგანზე; სულ ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს ეძებენ, გაურბიან დიდტანიან წიგნებს. აკმაყოფილებთ და აინტერესებთ სანახაობითი აღქმა...