ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

მიუხედავად ადრინდელ ცოდვათა შენანებისა, ძველი სამარცხვინო ცხოვრების მიტოვებისა და ღმრთისგან შენდობის მიღებისა, ჩვენში მაინც რჩება მრავალი სულიერი სნეულებით, ვნებითა და ცოდვითი ჩვევით გამოწვეული ღრმა დაზიანება - დაავადებული გვაქვს გული, გონება, ნება, ყველა გრძნობა. ცოდვები, მართალია, მოგვეტევა, მაგრამ ვნებები ჯერაც ცოცხლობენ. ცოდვებს აღარ ვიქმთ, მაგრამ ცოდვითი მიდრეკილება, მათი ქმნის წყურვილი ცოცხალია და ეს ყოველივე მოითხოვს სინანულის კიდევ მრავალ შრომას, ბევრ ბრძოლას, ჩვენი მოწყალე მკურნალის - კაცთმოყვარე უფლის მიმართ მწუხარე ღაღადსა და ვედრებას. სადამდე? - სანამ ვცოცხლობთ ამქვეყნად. მიუხედავად ადრინდელ ცოდვათა შენანებისა, ძველი

იფიქრე იმაზე, რა მძიმე შრომა გასწია ჩვენმა მაცხოვარმა იმისათვის, რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება ესწავლებინა. ყოველი ცოცხალი არსების შესაქმნელად მისთვის საკმარისი იყო მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა: "მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს" (ფს. 148, 5), მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენთვის თავისი ნება ესწავლებინა და თავისი სიბრძნის საგანძური გაეხსნა, იგი განერიდა დიდებას და მონის სახე მიიღო, როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (ფილ. 2, 7). მან ცოდვილი ადამიანის სახე მიიღო, "მსგავსად კაცისა იქმნა" და გადაიტანა ყველა ის მწუხარება, რომელსაც ყოველთვის განიცდიდნენ ღვთაებრივი სიტყვის მასწავლებელნი და მქადაგებელნი. იფიქრე იმაზე, რა მძიმე შრომა გასწია ჩვენმა

გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს ჩვენგან შრომასა და მოთმინებასა. არა. თვით იგინიც, რომელნი ღმერთს ივიწყებენ და მხოლოდ ამ სოფლისთვის ზრუნავენ, არ არიან თავისუფალნი ჭირთა და მწუხარებათაგან; მაშასადამე, უმჯობესი არ არის, ძმაო, ღვთის გულისათვის მოითმინო ჭირი და განსაცდელი, ვიდრეღა უმადურისა ამის სოფლისათვის? ეს სოფელიც არ გიტევებს შენ შეუწუხებლად, ისიც დასდებს მხართა ზედა შენთა თვისსა მძიმესა ჯვარსა; გარნა ზიდვა ჯვარისა ამის, თუმცა ერთს წამს იქმნება გასიამოვნებს შენ, ხოლო ბოლოს ფრიად შეგაწუხებს; ზიდვა ქრისტეს ჯვარისა საბოლოოდ დარჩება შენთვის მაცხოვარებითად. გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომ მხოლოდ ქრისტეს

ყველა მამა, რომელთაც "მოღვაწე" ეწოდებათ, როგორც მაგალითად, იოანე კიბისაღმწერელი, ეფრემი, ესაია, ევაგრე, განსაკუთრებით კი ბასილი დიდი (ძალიან ხშირად თავის "წესები მონაზვნებისას" განყოფილებებში) წმიდა წერილიდან უფლის მაგალითით გვიჩვენებენ, რომ ფიზიკური ხელსაქმე სასარგებლო და მშვენიერია. ამაზე ამბა ისააკი ასე წერს: "შვება და მცონარობა სულისთვის დამღუპველია, იგი დემონებს საშუალებას აძლევს, გვავნონ". და როგორც ადამიანია ორბუნებოვანი, ანუ შედგება სხეულისა და სულისაგან, მისი შრომაც ორბუნებოვანი უნდა იყოს. სული გონიერი და განუწყვეტელი ლოცვით უნდა იყოს დაკავებული, ხოლო სხეული – მუშაობითა და ხელსაქმით. ყველა მამა, რომელთაც მოღვაწე ეწოდებათ, როგორც

მიაჩვიეთ ბავშვები შრომისმოყვარეობას და სწორად მოღვაწეობას. შრომა აკაჟებს ორგანიზმს და უნარჩუნებს ჯანმრთელ სულს სხეულს. უსაქმურობა ასუსტებს სხეულს და აფუჭებს სულს. „უსაქმურობა ცოდვის დედააო“ გვასწავლის ანდაზა. ბავშვი მიდრეკილია სიზარმაცისაკენ და უსაქმურობისაკენ. ამიტომ მშობლებმა უნდა დათრგუნონ ეს მიდრეკილებები და მიაჩვიონ ისინი საქმეების კეთებას. თუ ბავშვები სკოლაში დადიან, მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება შვილების სწავლას, გამოკითხონ გაკვეთილები და შეუმოწმონ დავალებები. ამასთანავე, უნდა ახსოვდეთ მშობლებს, რომ ბავშვები ისე ძალიან არ უნდა დატვირთონ, რომ მათ დრო არ დარჩეთ დასვენებისათვის. მიაჩვიეთ ბავშვები შრომისმოყვარეობას და სწორად

მოციქული პავლე, ვითარცა კეთილსა წამალსა მპარაობისა ანუ ქურდობისაგან მკურნებელსა უჩვენებს შრომასა: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშვრებოდენ და იქმოდენ კეთილსა თვისითა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად, ვის იგი უხმდეს“. მართლა, დაუცხრომელი შრომა არის უმჯობესი საშვალება მისი, რომ კაცს მოეძაგოს ყოველნაირი მპარაობა; პირველად მისთვის, რომ მშრომელსა კაცსა არა აქვს თავისუფალი დრო, რომ აღასრულოს ცოდვა მპარაობისა; მეორედ მისთვის, რომ მშრომელსა კაცსა ის უხარის და იამება, რასაც შეიძენს შრომითა თვისითა; გარნა, უმჯობესი ყოვლისა ის არის, რომ შრომა მიაჩვევს მოყვარესა მისსა რიგსა, წესიერებასა, კრძალვასა, ბეჯითობასა. მოციქული პავლე, ვითარცა კეთილსა წამალსა

გარნა რით უნდა დაბოლოვდეს, რა შედეგი უნდა ჰქონდეს შენსა მარხვასა, ლოცვასა, აღსარების თქმასა? რით უნდა გათავდეს ესოდენი თქვენი შრომა, მოთმინება, ყოველი ნუგეშისაგან განშორება, გლოვა, სულთქმა, ცრემლი, თუ კი ღმერთმა მისცა ვისმეს ცრემლი? ერთის სიტყვით, რას მოველით, რისთვის მივიღებთ ჩვენს თავზე ესოდენსა მოღვაწებასა? ბოლო, ანუ საგანი, ამის ყოვლისა უნდა იყოს ეს: „მოაკვდინენით უკვე ასონი თქვენნი ქვეყანასა ზედა, სიძვა, არა წმიდება, ვნება, გულისთქმა ბოროტი... განიშორეთ ყოველივე რისხვა, უკეთურება, გმობა, უშვერი სიტყვა... შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერება, მსგავსად ხატისა მის დიდებულებისა მისისა“. ეს არის ბოლო ჩვენისა მოღვაწებისა. გარნა რით უნდა დაბოლოვდეს, რა შედეგი ჰქონდეს

„ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა. ამ სიტყვებიდან ის დიდი ნუგეში და სასიამოვნო აზრი გამოდის ძმანო ჩემნო, რომ ჩვენ ყოველთა შეგვიძლია ყოველი ჩვენი საქმე და შრომა გარდავაქციოთ ღვთისმსახურებად. ამ სიტყვებიდან გამოდის, რომ ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით ჩვენ, როდესაც მაგალითებრ, ეკლესიაში ვდგევართ და ვლოცულობთ, ანუ როდესაც გამახსოვნებელნი ღვთის მცნებისა, რომელსამე ქველს საქმეს, ანუ სათნოებას ვასრულებთ, არამედ იმითაც კი შეგვიძლია ვემსახუროთ ღმერთსა, როდესაც ჩენ საკუთარს, სოფლიურს საქმეს ვაკეთებთ, თუ კი ის საქმე პატიოსანი არის, თუ ერთგულად და ღვთის წინაშე ვაკეთებთ იმას. ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად , ვითარცა

რა გვაახლოებს ღმერთთან?
ღმერთთან გვაახლოებს მწუხარება, მოკლება, ავადმყოფობა, შრომა, თუ გონივრულად გადავიტანთ ყოველივეს. ამიტომ ნუ დრტვინავ, ნუ შედრკები, როდესაც ეს ყოველი მოგეწევა.
ღმერთთან გვაახლოებს მწუხარება, მოკლება

არ ვიფიქროთ, რომ ეს ცხოვრება მოგვეცა ჩვენ სალხინოდ და თავის შესაქცევად, არამედ ვიცოდეთ, რომელ ცხოვრება ჩვენი აქა არის შრომა, მოთმინება, ხშირად ჭირი, მრავალგზის განსაცდელი და ესრეთ წინადვე განვამზადოთ სული ჩვენი აღებად მხართა ზედა ჩვენთა ჯვარისა, ესე იგი, ყოვლისა სიმძიმისა, ჭირისა და განსაცდელისა. უარის ყოფად თავისა ჩვენისა, ესე იგი დავიწყებად ყოველისა, რაიცა იამება ხორციელსა, დაცემულსა ჩვენსა ბუნებასა, და სვლად შემდგომად ქრისტესა. ესე იგი, ვითარცა მან გაატარა ცხოვრება თვისი აქ დიდსა შრომასა და აურაცხელსა მოღვაწებასა და მოთმინებასა შინა, ეგრედცა ჩვენც ვეცადოთ, რომ ცხოვრება ჩვენი განვატაროთ შრომითა, მოღვაწებითა და მოთმინებითა. არ ვიფიქროთ, რომ ეს ცხოვრება მოგვეცა ჩვენ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3