სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ღვთივსათნო შვილები საუკეთესო ნუგეშია კეთილმორწმუნე მშობლებისთვის, საუკეთესო სამკაულია ცოცხალი მშობლებისთვის და საუკეთესო ძეგლია გარდაცვლილი მშობლებისთვის. ღვთივსათნო შვილები საუკეთესო ნუგეშია

გონიერი და კეთილი ძე დიდება და პატივია მამისთვის გონიერი და კეთილი ძე დიდება პატივია მამისთვის

ბედნიერია ის მამა, რომელიც თავის შვილებს საკუთარ თავზე უფრო მომწიფებულსა და სათნოებებით აღსავსეს ხედავს. ბედნიერია ის მამა, რომელიც თავის შვილებს

თუ ვიფიქრებთ, რა გააკეთეს ჩვენთვის ჩვენმა მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით. თუ ვიფიქრებთ, რა გააკეთეს ჩვენთვის ჩვენმა

გაიხსენე, რა ბევრი გადაიტანეს მშობლებმა შენს გამო, ვიდრე გაიზრდებოდი; როგორ ფრთხილად გატარებდა დედა მკერდქვეშ, როგორი მტანჯველი ტკივილებით გშობა, როგორ გაბანავებდა, ძუძუს გაწოვებდა, გაცმევდა, უძილო ღამეებს ატარებდა შენს გამო; რა დაუღალავად შრომობდა მამაშენი შენს გამოსაკვებად! გიხაროდეს, თუ მოგეცა შესაძლებლობა, სანაცვლო მიაგო შენს მშობლებს იმ შრომისთვის, რომელიც მათ შენთვის გასწიეს. გაიხსენე, რა ბევრი გადაიტანეს მშობლებმა შენს

თუ, მოციქულთა სწავლებისამებრ, ცოლს "უნდა ეშინოდეს ქმრისა" (ეფ. 5, 33), მაშინ, რასაკვირველია, უფრო მეტად უნდა ეშინოდეთ შვილებს საკუთარი მშობლებისა. თუ, მოციქულთა სწავლებისამებრ, ცოლს უნდა

მშობლებისადმი მორჩილება არა მხოლოდ მოვალეობაა, არამედ - სასარგებლოცაა ჩვენთვის. მათი მეშვეობით გვებოძა სიცოცხლე და მათი მორჩილებით შეგვიძლია, მისი გახანგრძლივება; რამეთუ მშობლების მორჩილება აღთქმის პირველი მცნებაა (ეფ. 6, 2). მშობლებისადმი მორჩილება არა მხოლოდ

შვილებო! გაუფრთხილდით მშობლების კურთხევას ათასგზის უფრო მეტად, ვიდრე სხვა მემკვიდრეობას. შვილებო! გაუფრთხილდით მშობლების კურთხევას

საკუთარი შვილების ქება ამპარტავნებას ნიშნავს; საკუთარი მამისა და დედის ძაგება საკუთარი თავის ძაგებას ნიშნავს. საკუთარი შვილების ქება ამპარტავნებას ნიშნავს;

როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან საკუთარი შვილები როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2