სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ღმერთი მშობლების უმადურ შვილებს ხშირად საკუთარი შვილების უმადურობით სჯის ღმერთი მშობლების უმადურ შვილებს ხშირად

ისე მოექეცით მშობლებს, როგორც ისურვებდით, რომ თქვენი შვილები მოგექცნენ ისე მოექეცით მშობლებს, როგორც ისურვებდით, რომ

ნეტარია, რომელიც ყრმობიდანვე ემზადება უზენაესი მსაჯულის წინაშე წარსადგომად, რომელიც ყველა ასაკში ჩადენილი ცოდვისთვის მოითხოვს პასუხს. ნეტარია, რომელიც ყრმობიდანვე ემზადება

ყრმობისთვის მოხუცებულობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ შეუნანებელ ახალგაზრდას სიკვდილი ელის. ყრმობისთვის მოხუცებულობა უცნობია, მაგრამ

გრძნობადი სიამოვნებებისკენ უგუნურად მიდრეკილი რამდენი ახალგაზრდა ეძლევა ამ გასართობებს, დროებით თუ მარადიულ ინტერესებს სრულად ივიწყებს, პეპლების მსგავსად - რომელთაც ჰგონიათ, რომ ცეცხლი ისეთივე მოკრძალებულია, რამდენადაც მშვენიერი - უგუნურად იწვავენ მასზედ ფრთებს! გრძნობადი სიამოვნებებისკენ უგუნურად მიდრეკილი

გინახავთ, როგორ აცლის ქარი გაზაფხულის ყვავილებს ხეებს. სიცოცხლითა და სილამაზით აღვსილი ყვავილი სრულად ჭკნება, როდესაც ფესვს მოცილებულს ხელში დასრესენ - ამრიგად, ნორჩ ასაკში დაზიანებული ყველაზე ლამაზი ხე სამუდამოდ მახინჯდება, უნაყოფო ხდება და მხოლოდ ცეცხლში დასაწვავად თუ გამოდგება; ეს სათნოებებს განშორებული ახალგაზრდობის სახეა, რომელიც მზაკვარ სამყაროსა და მის სიამოვნებებსა თუ ვნებებს მისცემია. გინახავთ, როგორ აცლის ქარი გაზაფხულის

ბოროტი ეშმაკი ცდილობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები დააშოროს სათნოების საქმეებს; მაგრამ შენ, ყმაწვილო, ნუ მოიხიბლები მისი მზაკვრობით! ვინც დილით გაუდგა გზას, ის უფრო მალე მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ვიდრე ის, ვინც საღამომდე გადადო წასვლა. ბოროტი ეშმაკი ცდილობს, განსაკუთრებით

ჰოი, რამდენი ცრემლის ღირსია თანამედროვეობის ხრწნა! სურთ, რომ ღვთისმოსავნი გახდნენ არა სხვაგვარად, არამედ იმით, რომ ღმერთს სიბერეში ამ სოფლისადმი ცოდვილ მსახურებაში უგუნურად გაფლანგული საკუთარი ძალების ნარჩენები მიუტანონ. ჰოი, რამდენი ცრემლის ღირსია თანამედროვეობის

ღმერთს სურს, რომ შენ მის მსახურებას მიუძღვნა მთელი ცხოვრება და არა - მისი უარესი ნაწილი. ღმერთს სურს, რომ შენ მის მსახურებას მიუძღვნა

ცხოვრების ნელი გამოსწორება მხოლოდ ასეთ რამეს გამოხატავს: "დაე ჩემში ჯერ ცოდვა ბატონობდეს, შემდეგ ოდესმე ღმერთიც იბატონებს; თავდაპირველად "ასონი ჩემნი წარუდგინებთ საჭურველად სიცრუისა ცოდვასა", შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, "საჭურველად სიმართლისა ღმერთსა" (რომ. 6, 13). ასე შესწირა კაენმა მსხვერპლი: რაც უკეთესი იყო, თავისთვის დაიტოვა, ხოლო უარესი - თავის შემოქმედსა და სიცოცხლისმომნიჭებელ ღმერთს. ვიდრე შრომის უნარი გაქვს, ახალგაზრდობას ცოდვაში ატარებ, ხოლო, როდესაც დასუსტდები, მაშინ უძღვნი საკუთარ თავს ღმერთს, როდესაც სხეული აღარაფერში გამოდგება და იძულებული ხარ, უმოქმედოდ დატოვო იგი. ცხოვრების ნელი გამოსწორება მხოლოდ ასეთ რამეს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2