სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვინც სიბერეს ელოდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას, ის ნათლად აჩვენებს, რომ სურს, საკუთარი თავი სათნოებისთვის შემოინახოს იმ დროისთვის, როდესაც სხვა არაფრის გაკეთება აღარ შეეძლება. ვინც სიბერეს ელოდება იმისთვის, რომ საკუთარი

გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის, რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს გონიერება სიბერის ჟამს უკვე აღარ არის, არამედ

ცუდი ქრისტიანია ის, ვინც მხოლოდ იმიტომ არ სცოდავს, რომ ხელი და ფეხი აღარ ემორჩილება. ცუდი ქრისტიანია ის, ვინც მხოლოდ იმიტომ არ

თუ ცოდვის ჩადენას ასაკის მიზეზით შეწყვეტ, ეს შენი უძლურების წყალობით მოხდება. ჩვენ კი ვაქებთ (ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით) მათ, ვინც ნებაყოფლობით არიან კეთილნი, და არა მათ, რომელნიც იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ თუ ცოდვის ჩადენას ასაკის მიზეზით შეწყვეტ, ეს

დღე დედამიწაზე ყოველთვის საღამოთი მთავრდება; ამიტომ დილის დამკარგავს შეუძლია, ჰქონდეს გარკვეული იმედი, რომ საღამოს აინაზღაურებს დაკარგულს; ადამიანის ცხოვრების დღეს კი ხშირად საღამოზე (მოხუცებულობაზე) ადრე, არცთუ იშვიათად კი - შუადღეზე (მოწიფულობის ასაკში) ადრე მოულოდნელი სიკვდილი წყვეტს. დღე დედამიწაზე ყოველთვის საღამოთი მთავრდება;

მრავალნი ამბობენ, რომ მოწიფულობის ასაკში მიუძღვნიან თავს ღმერთს, მაგრამ მიაღწევენ კი ამ ასაკს, როგორც ისინი იმედოვნებენ? და თუ მიაღწევენ კიდეც, განა ისე ადვილი იქნება შეცვლა, როგორც ისინი ფიქრობენ? მრავალნი ამბობენ, რომ მოწიფულობის ასაკში

ნუთუ ფიქრობთ, რომ მოხუცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისთვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალახოთ? ნუთუ ფიქრობთ, რომ მოხუცებულობის ჟამს

რაც უფრო დაგვიანდება სინანული, მით უფრო გაძნელდება იგი რაც უფრო დაგვიანდება სინანული, მით გაძნელდება

თქვენ თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ვნებები ახალგაზრდობასთან ერთად მიწყნარდება. რამდენი მოხუცია, რომელიც თავისი ცხოვრების პირველი წლების სამარცხვინო მიდრეკილებებითაა დაავადებული! რამდენი ჭაღარა პატივმოყვარეა, რომლებიც დაღლილობას არ უჩივიან, დაუღალავი სიხარბით დასდევენ პატივს, რომელიც მხოლოდ გაზრდის მათი დაკრძალვის დანახარჯს და რამდენიმე სიტყვას დაამატებს მათ ეპიტაფიაზე! რამდენი ფეთქებადი ადამიანია, რომლებშიც არც სისხლის დადინჯება, არც დაუძლურება არ ამცირებს მათ ძველებურ გაღიზიანებას, რომელიც შეიძლება, გაცოფებამდეც მივიდეს! რამდენი გემოთმოყვარეა, რომლებსაც, ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, მაინც გრძნობენ დაფარულ ცეცხლს, მხოლოდ მათ სიცოცხლესთან ერთად რომ ჩაქრება! რა საბრალონი არიან თავიანთ სასტიკ მბრძანებლებს დამორჩილებული ეს მონები! თქვენ თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ვნებები

ეცადე, ახალგაზრდობის წლებში დაძლიო შენი ცუდი მიდრეკილებანი, ჩვევები და ვნებები, რომლებსაც ჯერ კიდევ ღრმად არ გაუდგამთ ფესვები შენს გულში. რაც მეტად გადადებ ამის გაკეთებას, მით უფრო ძნელი იქნება, შეუდგე ამ მძიმე საქმეს - შენი სულის ცხონებას. ეცადე, ახალგაზრდობის წლებში დაძლიო შენი ცუდი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2