ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ძალიან დაიღლები მანამ, სანამ შეიგნებ, რომ ლოცვა მოთმინებისა და სიფხიზლის გარეშე დროის კარგვაა, შრომაა სასყიდლის გარეშე. საჭიროა, რომ ყველა შენს შინაგან თუ გარეგან გრძნობას მიუჩინო დაუძინებელი მცველი - ყურადღება. რადგან უიმისოდ გონება და სულიერი ძალები ისე დაიღვრება თვალებიდან და ჩვევებით, როგორც გზადე უსარგებლოდ მდინარე წყალი. არასდროს არავის მოუპოვებია ლოცვა ყურადღებისა და მღვიძარების გარეშე. არასდროს არავის ღირსებია ზეაღსვლა მანამ, სანამ არ უგულებელყო ქვენა. ხშირად ლოცულობ, შენი გონება კი მომოეხეტება აქეთ-იქით, სადაც მოსწონს, რისკენაც ჩვევის გამო მიილტვის. და დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ იქაურობას მოსწყვიტო, რათა ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური
თემა: ყურადღება, მოთმინება, ლოცვა, მღვიძარება, სიფხიზლეავტორი: იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა
როგორც არ უნდა მიჩქმალო ფერფლის ქვეშ ნაპერწკალი, სწრაფად აენთება და ადვილად აალდება, როგორც კი გაუფრთხილებლობით დაირღვევა საფარი, რომელიც ქარისაგან იცავდა. ასევე ცდება სულიერ ცხოვრებაშიც. ცოდვილი ვნებები, რომლებიც ღვთივსათნო ადამიანებშიც შემორჩენილია ისევ, როგორც - ნაპერწკალი ფერფლის ქვეშ, მცირეოდენი გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც კი სამყაროს ხრწნადი სუნთქვისაგან ინთება და აალდება. ქრისტიან მოსაგრეთა შესახებ მცხოვრების მკითხველებმა იციან, რაოდენ მრავალი მაგალითი არსებობს იმისა, თუ არცთუ იშვიათად გაუფრთხილებლობის ერთი წუთიც კი, ერთი უდიერი სიტყვა, ერთი მზაკვრული შთაგონება, ერთი ბოროტი აზრი როგორ ღუპავდა მთელი ათწლეულების შრომასა და ღვაწლს.
ვნებები ეკლიანი ფესვებია
„წმიდა ჰყავთ დღე იგი“ – კვირა ღვთის დღე არის. ამ დღეს მარტო ღმერთს უნდა ემსახუროს კაცი და ღვთის საქმე უნდა აღასრულოს. ექვსის დღის განმავლობაში კაცმა, თითქმის შთანთქმულმა სოფლის სხვადსხვა შფოთში, შრომაში, მეშვიდე დღეს მაინც უნდა გაიღვიძოს სულით და გულით, ღმერთი გაიხსოვნოს და მყუდროდ, ლოცვით და სიწმიდით გაატაროს დრო. ისე მტკიცედ მიჩვეული უნდა იყო, ძმაო ქრისტიანე, კვირა დღეს წირვა–ლოცვის მოსმენას, რომელ თვით შენი გული და სინიდისი ძალას უნდა გატანდეს და არ მოგასვენებდეს, ვინემ არ წახვალ ეკლესიაში. მცირე საქმე არ არის ეს, რომ კვირაში ერთს დღეს მაინც სრულიად წმინდად და უცოდველად ატარებდეს კაცი. ეს ერთი წმიდა დღე, ბოლოს, გასწმენდს და გაანათლებს სხვათა მისთა დღეთა.
როგორ ვმართოთ ჩვენი შინაგანი, რომ დავტკბეთ სულიერი სიმშვიდით?.. გეტყვით: შეუქმენით საკუთარ თავს შინაგანი განმარტოება. ასეთი განმარტოება არ ნიშნავს სიცარიელეს და თუ ვინმე გადაწყვეტს შეიქმნას სრული სიცარიელე, ის ამას ვერ შეძლებს. საკუთარ თავში განმარტოება ნიშნავს დავდგეთ ღვთის წინაშე და ვიდგეთ ისე, რომ არ მოვწყვიტოთ გონების თვალი ღმერთს. აი, თქვენი უდაბნოც - ვიყოთ თვალგასწორებული უფალთან... (ასეთი შრომა თავადვე უწყობს ხელს თავის თავს და აადვილებს მას). უფალთან ყოფნა ჩვენი ყოფიერების მიზანია... და როცა ვართ უფალთან, აუცილებლად შევიგრძნობთ სასიკეთო ყოფნას. ეს კი ბუნებრივად აჩერებს ყურადღებას საკუთარ თავში და საკუთარი თავიდან უფალში, ვისგანაც ის მომდინარეობს.
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიმართულებით დღესდღეობით არაფერი კეთდება. ტელევიზიითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიღებული მსწრაფლცვალებადი ყოველდღიური ინფორმაციები და სუსტი შთაბეჭდილებები კი გულმოდგინე შრომისა და მუყაითობის სურვილს უკარგავენ ახალგაზრდებს. უფრო მეტიც, საზოგადოებაში უკვე გაჩენილია უარყოფითი დამოკიდებულება შრომისადმი და მის სანაცვლოდ ბატონობს სურვილი ცხოვრების იოლი გზების ძიებისა.
ბიწიან იქმნება მარხვა ამპარტავნებისაგან, ვითარცა მარხვა ფარისეველისა ფარისეველის ამპარტავნებისათვის, - მეზვერე რომ ამაღლდა და აყვედრა, - ბიწიან იქმნა და დაისაჯა, მეზუერე განმართლდა, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: "გეტყვი თქვენ გარდამოვიდა განმართლებული მიერ სახით თვისით". მმარხველნო, არამც ფარისეველის სიმაღლე არ მიიღოთ და სანათრელი შრომა არ წარწყმიდოთ. ქრისტე გიბრძანებსთ: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს; და რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს". თვალით სახილველი სახეები გაქუს ამპარტავნებისა და სიმდაბლისა და ამითი განისწავლე; ამპარტავანი ფარისეველი დაისაჯა, ხოლო მდაბალი მეზვერე ცხოვნდა და მოციქული გასწავებსთ: "გამოიძიეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ".
უბედურებაა, როცა ადამიანის გული გამაძღარი და კმაყოფილია, ხოლო როცა იგი მშიერია და გლახაკი, ეს უფრო კარგია. კლახაკი ძლიერი ყინვის დროსაც კარგად დარბის და მათხოვრობს. წავიდოდა სამათხოვროდ, პურის ნატეხი რომ ჰქონოდა?
როცა უბედურებას გრძნობს ადამიანი, მის შფოთსა და შრომას დასასრული არ უჩანს. ასევეა გულიც! როცა მას უბედურების, სიგლახაკისა და შიმშილის გრძნობა ეწვევა, - მოსვენებას არ აძლევს იგი არც სხეულს, არც სულს. ხან ამას აკეთებს, ხან იმას. თავს არ იბრალებს და ნებისმიერ შრომას არად დაგიდევთ. შიმშილსა და უბედურებას კი, უფალი უგზავნის მლოცველსა და მვედრებელს. ეს ჯანმრთელობის ნიშანია. ავადმყოფს კი მადა არა აქვს; იგი მაძღარია, თუნდაც ერთი კვირა არაფერი ჭამოს. უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ!. [გვ. 80]
ღმერთმა აკურთხოს თქვენი გონებრივი შრომა ღმერთთან მისაახლებლად! ეძიებდეთ და ჰპოოთ. ესაა შეუცვლელი კანონი ყველასატვის, ვისაც სურს წარემატოს სულიერ მოღვაწეობაში. უშრომლად არავის არაფერი ეძლევა. ღმერთი შეწევნისატვის ყოველთვის მზადაა და ყოველთვის ახლოა, მაგრამ ის მძებნელებისა და მშრომელებისაგან განზე დგება და ელის, როცა მაძიებელნი ყოველგვარ საშუალებებს ამოწურავენ... და მთელი გულით შეჰღაღადებენ ღმერთს: ღმერთო, შემეწიე! და თუ ჯერ კიდევ გრჩებათ მცირედი საშუალება საკუთარი ძალით გარჯისათვის, ღმერთი არ ჩაერევა, თითქოსდა გვეუბნება: ცდილობ შენ თვითონ მიაღწიო? მაშ, დაელოდე... მაგრამ რამდენიც არ უნდა ელოდო, არაფერი გამოგივა. ღმერთმა მოგმადლოს სული შემუვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული!
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლოცვისა და მლოცველს მხოლოდ ფოთლები – ხორციელი შრომა და ძალისხმევა მიუგდონ.
ამიტომ კეთილად ლოცვის მსურველს მართებს ლოცვის აღვლენამდე განაგდოს ყოველი საზრუნავი და გულისსიტყვა. დაე, გონება ზედამხედველად დააყენოს, რომ მან თვალი ადევნოს წარმოთქმულ სიტყვებს, რათა ლოცვა საღმრთო შემწეობისა და მადლის ნაყოფისმომცემელ წყაროდ ექცეს.
როგორც მამები ამბობენ, წმიდა ლოცვას ყოველთვის წინ აღუდგება სატანა, როგორც ქარი და კლდე, რადგან ლოცვა მას ამწარებს და ბუგავს.