სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება
ყოველი ჩვენგანი, შესაბამისად სულის იმ სიწმინდისა და განათლებისა, რომელიც ამქვეყნად მიიღო, იმქვეყნად იხილავს ქრისტეს - უფრო ახლოს, უფრო წმინდად - და დატკბება მისი კეთილსურნელებით და სხვებზე მეტად გაიხარებს და იშვებს
ღმერთისათვის არ არსებობს იმაზე კეთილსურნელოვანი მსხვერპლი, ვიდრე სხეულის სიწმინდე, რომელიც სისხლითა და სასტიკი პრძოლით მოიპოვება. ამიტომ აიძულეთ თავი, სულისა და სხეულის განწმენდისას, სრულიად არ მიიღოთ უწმინდური გულისსიტყვები
ვერ აღგიწერთ, თუ როგორ უყვარს ღვთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე. იმის გამო, რომ იგი თავადაა მხოლო წმინდა ქალწული, მას ჩვენც ასეთნი ვუყვარვართ და სურს, რომ ასეთნი ვიყოთ