ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
რა თქმა უნდა, კარგია ცოდნის მიღება და სამსახური, მაგრამ იგი შვილების აღზრდას ვერ შეედრება. თუ ქალი სამსახურს ოჯახზე მაღლა აყენებს, ე.ი. მას დედობრივი სიყვარული აკლია, თუ მას ოჯახიდან განთავისუფლება სურს, ე.ი. ის მეუღლე აღარაა. ამი... იხილეთ სრულად
მოზარდი თაობა უნდა დავუახლოვოთ შრომას. შევაყვაროთ მიწა, ყვავილები, ცხოველები, ბუნება; ვასწავლოთ მასთან კავშირი, რათა მან შემდეგ ადვილად დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა ბუნებასთან.
მთავარი ის კი არ არის, თუ რა რაოდენობის საგანს ვასწავლით ახალგაზრდას, არამედ ის, თუ რა შედეგს მოგვცემს ჩვენს მიერ მიცემული ცოდნა, როგორ წაადგება ის ყმაწვილის სულიერ თუ პრაქტიკულ ცხოვრებას.
განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების რელიგიურ აღზრდას, მათში ნამდვილი ქრისტიანული სულის გაღვივებას.
ბავშვი უნდა შევაჩვიოთ, რომ თავისთვის სამუშაო გეგმა შეადგინოს: წლიური, თვიური და კვირეული. მან ყრმობიდანვე უნდა შეაგროვოს წიგნები და იკითხოს. ყოველ ოჯახს თავისი ბიბლიოთეკა უნდა ჰქონდეს.
ბავშვი უნდა აღვზარდოთ მორწმუნე, მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, სიმართლისმოყვარე, სათნო, თავმდაბალი, გაჭირვებულთა დამხმარე, სამშობლოსათვის თავდადებული. ბავშვი არ უნდა მოვწყვიტოთ ბუნებას; ბუნება ხომ დიდი წიგნია, რომლის კითხვა და გაგ... იხილეთ სრულად
მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო სა საპატიო პროფესიაა მთელს მსოფლიოში, რადგანაც იგი ზრდის მომავალ თაობებს„„„„
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია: ხეს რომ ყოველდღე შესძახო გახმიო, გახმება. ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრა... იხილეთ სრულად
თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსათვის თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქ... იხილეთ სრულად
იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: "ღმერთი სიყვარული არს", და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, იქ სიხარულია, იქ მშვიდობაა