არა - პირველ დღეს, არა - სიკვდილისთანავე აღდგა უფალი, რათა ეკურთხებინა ჩვენი გზა საფლავისაკენ და იმედით გაენათლებინა ჩვენი საფლავები, - მეორე დღეს, შაბათსაც არ აღდგა იგი, რათა დაეცვა შაბათის უქმის სჯული და საფლავში ხანგრძლივი ყოფნ...
იხილეთ სრულად
არა - პირველ დღეს, არა - სიკვდილისთანავე აღდგა უფალი, რათა ეკურთხებინა ჩვენი გზა საფლავისაკენ და იმედით გაენათლებინა ჩვენი საფლავები, - მეორე დღეს, შაბათსაც არ აღდგა იგი, რათა დაეცვა შაბათის უქმის სჯული და საფლავში ხანგრძლივი ყოფნით ყველა დაერწმუნებინა თავისი სიკვდილის ჭეშმარიტებაში და ამით აღდგომის დიდება განედიდებინა. და არც უფრო გვიან, ვიდრე მესამე დღეს, აღდგა უფალი, რათა თავისი მოწაფეები მეტად აღარ დაეტოვებინა მწუხარებასა და გაუგებრობაში, რათ...
ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისაგან ქმნის სხვებისათვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს: მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს,...
იხილეთ სრულად
ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისაგან ქმნის სხვებისათვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს: მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს, მეტყველება უწყდება, მთელი სახე თითქმის მობრეცილი აქვს. სწორად ბრძანა ბრძენმა: "მრისხანე კაცი უგუნურია" (იგავნ. 11,25).
ადამის ძეთა ბუნება მიისწრაფის ამაღლდეს გრძნობადიდან სულიერამდე, მსგავსად იმისა, ზოგჯერ თევზი წყლიდან რომ ზეცას მიელტვის: მაგრამ როგორც ადვილად და სწრაფად ვარდება თევზი წყალში, ასევე სწრაფად ვეფლობით გრძნობადში. მხოლოდ ქრისტეს მადლ...
იხილეთ სრულად
ადამის ძეთა ბუნება მიისწრაფის ამაღლდეს გრძნობადიდან სულიერამდე, მსგავსად იმისა, ზოგჯერ თევზი წყლიდან რომ ზეცას მიელტვის: მაგრამ როგორც ადვილად და სწრაფად ვარდება თევზი წყალში, ასევე სწრაფად ვეფლობით გრძნობადში. მხოლოდ ქრისტეს მადლმოსილი ძალით შეუძლია გადაჭრით აამაღლოს, განაახლოს, ხელახლა შობოს და მისცეს მას მარადიული სულიერი მიმართულება