სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თუ სახალხო სირცხვილზე იფიქრებ, რომელიც ღვთის წინაშე ცოდვილებს მოეწევათ, დროებით სირცხვილს აღარაფრად მიიჩნევ. თუ სახალხო სირცხვილზე იფიქრებ, რომელიც ღვთის

შიშობ, რომ რაიმე არასასიამოვნო არ გაუკეთო ადამიანებს და გავიწყდება განაჩენი, რომელიც არაწმიდა კაცთმოთნისათვის არის გამოცხადებული: "ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხყვნა იგინი" (ფს. 52, 5). შიშობ, რომ რაიმე არასასიამოვნო არ გაუკეთო

რას იტყვიან ჩემზე საზოგადოებაში? - ამბობ შენ. ნუთუ არ ფიქრობ იმაზე, რას იტყვიან შემზე ღვთის მართალნი, რომლებსაც მთელი სამყაროს განსჯის აქვთ (1 კორ. 6, 2). "იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: აჰა, ესერა კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა" (ფს. 51, 6-7). აი, რას იტყვიან შენზე ისინი, და რა საშინელი სიმართლეა მათი ბაგეებიდან. რას იტყვიან ჩემზე საზოგადოებაში? - ამბობ შენ.

ღვთისმოსავ სულს ამქვეყნად არა აქვს ნამდვილი სახლი და მამული, ყველგან დევნა და გადასახლებაა. ღვთისმოსავ სულს ამქვეყნად არა აქვს ნამდვილი

ნურასოდეს გააკეთებ რაიმე სამარცხვინოს, თუნდაც იგი მრავალს მოსწონდეს, და ნუ მიატოვებ კეთილ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ ბიწიერებს იგი სძულთ. ნურასოდეს გააკეთებ რაიმე სამარცხვინოს, თუნდაც

სამყაროს ყოველმხრივი სიყვარული და პატივისცემა უნდა გამოეხატა ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ, რადგან მათ გამო ღმერთი მიწაზე ბოროტის დღეებს შეამცირებს, ხან მადლს გარდამოავლენს მიწაზე, რომელსაც იგი სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდა (მათე 24, 22; საქმე მოც. 27, 24) - მაგრამ საქმით სრულად საწინააღმდეგო გამოდის. სამყაროს ყოველმხრივი სიყვარული და პატივისცემა

ადამიანი ტოვებს სამყაროს - სამყაროც ტოვებს მას - სდევნის ადამიანი ტოვებს სამყაროს - სამყაროც მას -

ავისმეტყველებისა და ცილისწამების ქარიშხალში (რომლითაც ბოროტი სამყარო თითქმის ყოველთვის უმასპინძლდება მათ, ვინც არ უყვარს), ისევე მშვიდად უნდა განაგრძო სვლა, როგორც მზე და მთვარე დაცურავენ ცაზე, როდესაც მიწიდან მათ ძაღლები უყეფენ. ავისმეტყველებისა და ცილისწამების ქარიშხალში

არის გაკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - ზოგიერთი ქებისა. ასეთია სწორედ გაკიცხვა სამყაროსაგან მისი საქმეებისა და ჩვეულებებისაგან ჩამორჩენისა და ქრისტესთვის სრული მიმდევრობის გამო. არის გაკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო

ვინც სოფელს სძულს, ის ღმერთს უყვარს ვინც სოფელს სძულს, ის ღმერთს უყვარს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2