სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

კეთილგონიერებამ და წინდახედულობამ უნდა გვიბიძგოს იმისკენ, რომ არ დავემორჩილოთ ამა ქვეყნის კანონებსა და ჩვეულებებს, როდესაც ისინი ან საერთოდ არ ეთანხმებიან რელიგიისა და ზნეობის კანონებს, ანდა ეწინააღმდეგებიან მათ გულდასმით აღსრულებას. ძალზე მცირე გონება აქვს, ხოლო ნებისყოფა კი, როგორც ჩანს, საერთოდ არ გააჩნია იმას, ვინც გარდაუვალად მიიჩნევს ადამიანთა უმრავლესობის მიერ ერთხანს გამართლებულ, შემდგომში კი - უარყოფილ კანონებს. კეთილგონიერებამ და წინდახედულობამ უნდა

მედროვე ადამიანები ისევე არამდგრადნი არიან თავიანთ წესებში, როგორც ცვალებადია დრო და ვნებების კაპრიზები. მედროვე ადამიანები ისევე არამდგრადნი არიან

ადამიანები ჰგვანან ღრუბლებს, რომლებიც ქარის ცვლილებასთან ერთად ჰაერში აქეთ-იქით გადაადგილდებიან. ადამიანები ჰგვანან ღრუბლებს, რომლებიც ქარის

დროის სული სიცრუის სულია. იგი დღეს ერთს აქებს, ხვალ - მეორეს; ის დღეს დასცინის იმ კანონებსა და აზრებს, წომლებიც ხუთი წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა, უკვე იმას დასცინებს, რომლითაც დღეს დასცინებს. დროის სული სიცრუის სულია. იგი დღეს ერთს

როგორც აღტაცების წუთებში, როდესაც თავში ხმაურია, თვალებში ყველაფერი გაორებულია და თავბრუ გეხვევა - შეუძლებელია, რაიმეს დანახვა და მოსმენა და შესაბამისად - გაგება; ასევე დროის სულის გავლენის ქვეშ ადამიანები ისეთივე თავბრუსხვევაში არიან და ისევე ნაკლებად ხედავენ და ესმით, როგორც აღტაცების ჟამს. როგორც აღტაცების წუთებში, როდესაც თავში

ნუ მიაპყრობ მზერას მრავალთა მაგალითს, რომლებიც ფართო გზით მიდიან: ჯოჯოხეთში მრავლისთვის მოიძებნება ადგილი. ნუ მიაპყრობ მზერას მრავალთა მაგალითს

იყავი ერში ისე, როგორც ლოთი სოდომში, სადაც ყველა, უკანონობას ჩადიოდა, მაგრამ იგი მათ არ ბაძავდა და აკეთებდა იმას, რაც ღვთის წმიდა ნებისთვის სათნო იყო: ასევე მოიქეცი შენც - ნუ მიბაძავ იმას, რასაც ბოროტი სამყარო ჩადის იყავი ერში ისე, როგორც ლოთი სოდომში, სადაც

ზოგჯერ თანხმობაც ცუდია, ზოგჯერ კი უთანხმოებაც კარგია ზოგჯერ თანხმობაც ცუდია, კი უთანხმოებაც კარგია

არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით სამყაროს მრავალ კანონისა და ჩვეულების უთანხმოება ქრისტიანულ სულთან, მაგრამ რცხვენიათ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, რცხვენიათ ღვთისმოსაობა, მაგალითად სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერისა, რომ დაცინვა არ დაიმსახურონ. მაგრამ რა არის დაცინვა? თითოეულმა ამ შემთხვევაში ასე უნდა განსაჯოს: "როდესაც დაიწყება მთელი სამყაროსთვის საშინელი სამსჯავრო, ისინი ვერ მიშველიან, რომელთა შიშითაც სათნოების საქმეებისგან თავს ვიკავებდი". ამიტომ უმჯობესია ამ ცრუ სირცხვილის გრძნობაზე ამაღლება, უმჯობესია, ადამიანთა განკითხვის შიშის გადალახვა, რათა კადნიერება მოიპოვო მრისხანე მსაჯულის ტახტის წინაშე. არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით

ადამიანური შიში ღვთის შიშმა უნდა გადაწონოს ადამიანური შიში ღვთის შიშმა უნდა გადაწონოს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2