სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

გაცილებით უკეთესია, მხოლოდ ღმერთს უყვარდე, ვიდრე - მთელ სამყაროს გაცილებით უკეთესია, მხოლოდ ღმერთს უყვარდე

დაე, მთელმა სამყარომ შემიძულოს და რაც უნდა, ის მიყოს, ოღონდ ღმერთს ვუყვარდე და თავის წყალობას არ მაკლებდეს. დაე, მთელმა სამყარომ შემიძულოს და რაც უნდა

მზაკვარო სოფელო, გძულვარ? დაე, ასე იყოს! მაგრამ თუ შენი რისხვა მხოლოდ ჩემი ღვთის წინაშე გამართლებისთვის დავიმსახურე, მაშინ დამამარცხე, მდევნე და შეურაცხმყავი, რამდენიც გსურს! მზად ვარ, ვევნო უფალ იესოსთან ერთად, ამაშია ჩემი ნეტარება, ! აი, როგორი გრძნობით იღებს ქრისტეს მიმდევარი სოფლისგან მიყენებულ ვნებებს! მზაკვარო სოფელო, გძულვარ? დაე, ასე იყოს!

როდესაც ადამიანი სოფლის მიმართ თანაგრძნობას დაკარგავს, მაშინ სამყაროც კარგავს მასზე გავლენას. როდესაც ადამიანი სოფლის მიმართ თანაგრძნობას

შეიძულე ეს სოფელი მთელი თავისი მომხიბვლელობით, მხოლოდ ღმერთი და მარადიული ცხოვრება შეიყვარე და სამყაროში ისე იცხოვრებ, როგორც - ლოთი სოდომში, უვნებლად იქნები. შეიძულე ეს სოფელი მთელი თავისი

სამყაროს საცდურები თავისთავად კი არ არიან ძლიერნი, არამედ ჩვენი ნებაყოფლობითი სისუსტით. სამყაროს საცდურები თავისთავად კი არ არიან

როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ მახით ვერ დაიჭერ; ასევე შენც ვერ დაგიჭერს ვნებებისა და საცდურების მახეები, როდესაც ზეცად ამაღლდები. ვინც მთის წვერზე ავიდა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ მოეჩვენება, მიწაზე მოსიარულე ადამიანები კი - ჭიანჭველებად. ასევე შენც ყველაფერი მიწიერი არარაობად მოგეჩვენება, თუ ღვთის სიყვარულში ამაღლდები. როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ

ამ სამყაროში ისე უნდა იცხოვრო, თითქოს სულით ზეცად იყო, სხეულით კი - საფლავში ამ სამყაროში ისე უნდა იცხოვრო, თითქოს სულით

სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: "ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა (1 იოანე 5, 4). სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა

"ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცაღა რა არს სოფლისა ამის" (1 იოანე 5, 4); ვინც ამ სოფლის მეგობარია, იგი ღვთის მტერია. ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცაღა რა არს სოფლისა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2