სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მხოლოდ ის არის ჭეშმარიტად განმარტოებული, ვინც საკუთარ თავთან განმარტოვდება. მხოლოდ ის არის ჭეშმარიტად განმარტოებული, ვინც

უდაბნოში განმარტოებული არ უნდა ნანობდეს სოფელზე, რომელიც მან დატოვა; ერში ცხონებისთვის მოწოდებული კი არ უნდა ამბობდეს, რომ აქ ცხონება შეუძლებელია. უდაბნოში განმარტოებული არ უნდა ნანობდეს

როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული. როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე

შესაძლებელია ამ სოფელში იცხოვრო, მაგრამ ამ სოფლისა არ იყო შესაძლებელია ამ სოფელში იცხოვრო, მაგრამ

ამბა ანტონს უდაბნოში ეუწყა: "არის ქალაქში ვიღაც შენი მსგავსი, პროფესიით ექიმი, რომელიც თავის შემოსავალს გაჭირვებულებს აძლევს და ყოველდღიურად ანგელოზებთან ერთად "სამწმიდაოს" გალობს". ამბა ანტონს უდაბნოში ეუწყა: არის ქალაქში

როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას. როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს

საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედებს ერში მცხოვრებლებზე. საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას

როგორც მარილი მოქმედებს იმ საჭმლის გემოს გასაუმჯობესებლად, რომელსაც მას მოაყრიან, ასევე კეთილმორწმუნე ქრისტიანი მოქმედებს იმ ადამიანთა ზნეობის გამოკეთებაზე, რომლებთანაც მას ურთიერთობა აქვს. როგორც მარილი მოქმედებს იმ საჭმლის გემოს

მონაზოვნობას, როგორც თავისთავად, აღთქმით განმტკიცებულ უარყოფას სოფლის თვით ყველაზე უფრო უმნიშვნელო სიხარულისა და სიამოვნებისას, უდიდესი ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც სათნოების უმაღლეს სახეს და ამიტომაც უფლისგანაც უმაღლესი ჯილდოს მქონე ხდება. "და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი, გინა ძმანი ანუ დანი, ანუ მამაი და დედაი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრებაი საუკუნოი დაიმკვიდროს" (მათე 19, 29). მონაზოვნობას, როგორც თავისთავად, აღთქმით

რომელ ერისკაცთაგანს აღუსრულებია ოდესმე სასწაული? ვინ აღადგინა მკვდარნი? ვინ განდევნა ეშმაკნი? არავინ. ეს ყოველივე გამარჯვებულ მოსაგრეთა პატივია და მათ სამყარო ვერ იტევს, და თუ შეძლებდა, მაშინ რა საჭირო იქნებოდა სოფლისგან განდგომა? რომელ ერისკაცთაგანს აღუსრულებია ოდესმე

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2