სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უმჯობესია, არც კი დაიწყო სოფლისგან განდგომილი ცხოვრება, ვიდრე შემდგომში ცივად აღასრულებდე მას და საკუთარი თავი დიდ საფრთხეში ჩააგდო. უმჯობესია, არ დადო აღთქმა, ვიდრე აღთქმისშემდეგ არ აღასრულო იგი. უმჯობესია, არც კი დაიწყო სოფლისგან განდგომილი

მონასტრის ყველა მცხოვრები როდია მონაზონი, არამედ იგი - რომელიც მონაზვნურ საქმეს აღასრულებს. მონასტრის ყველა მცხოვრები როდია მონაზონი

სიბრძნისგან - სიბრძნე და ეშმაკობისგან - ეშმაკობა, ესაა სამონაზვნო ცხოვრება სიბრძნისგან - სიბრძნე და ეშმაკობისგან -

მოსაგრეს ყველაფერი განსხვავებული უნდა ჰქონდეს მოსაგრეს ყველაფერი განსხვავებული უნდა ჰქონდეს

ბერს ყველაფერი - გონება, გრძნობა, წესები - სხვაგვარი აქვს, ვიდრე ერში მცხოვრებთ. მდუმარება ნეტარებაა; ლოცვა - სულიერი ჭვრეტა; ღვთის სიტყვა - საზრდო მისი სულისთვის; უტკბილესია საუბარი ღმერთთან; ტაძარი ერთადერთი თავშესაფარია; სავანის ზღუდე საზღვარია, რომლის იქითაც მისთვის აღარაფერი არსებობს; მისი სამყარო მარადიულობაა; იქ არის მისი საუნჯე, იქვეა მისი გულიც; მიწაზე მცხოვრებლებთან ერთადერთი კავშირი აქვს - თბილი ლოცვა მათზე. აი, რა არის მონაზვნური ცხოვრება. ბერს ყველაფერი - გონება, გრძნობა, წესები -

ჭეშმარიტი ბერისთვის მიწაზე არავინ და არაფერი არსებობს. მისი სიხარული და ნეტარება განუწყვეტელი ლოცვაა. მას ყველა ადამიანი უყვარს, მაგრამ სწყინდება მათთან, რადგან ისინი ღმერთს აშორებენ. ჭეშმარიტი ბერისთვის მიწაზე არავინ და არაფერი

მონაზონს ერთი საზრუნავი და უკიდურესი სურვილი აქვს - სათნოეყოს ღმერთს და ღვთის საქმეები აღასრულოს. როდესაც იოანე კიბისაღმწერელს ჰკითხეს, თუ ვინ არის ჭეშმარიტი და კეთილგონიერი ბერი, მან უპასუხა: "ის, ვინც ყოველდღიურად, ცხოვრების ბოლომდე განუწყვეტლივ ცეცხლს ცეცხლზე ამატებს, სურვილს - სურვილზე, მეცადინეობას მეცადინეობაზე. მონაზონს ერთი საზრუნავი და უკიდურესი სურვილი

მონაზონი ის არის, ვისაც ისე აქვს შინაგანი სამყარო მოწყობილი, რომ მხოლოდ ღმერთი და თვითონ არიან. მონაზონი ის არის, ვისაც ისე აქვს შინაგანი

ვისაც სურს, ჭეშმარიტი მონაზონი იყოს, უკიდურესად არამომხვეჭელი უნდა იყოს, მაგრამ უნდა ეძიებდეს, აუცილებელის გარეშეც კი როგორ გავიდეს იოლას. ვისაც სურს, ჭეშმარიტი მონაზონი იყოს

სიღატაკე, მწუხარება, ყოველივეს ნაკლებობა - აი, მონაზვნური ცხოვრების სამუშაო იარაღები. სიღატაკე, მწუხარება, ყოველივეს ნაკლებობა -

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2