სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ადამიანი ისე ხშირად არაფრით სცოდავს, როგორც - ენით, განმარტოებით ყოფნისას კი ამ ცოდვას გაურბის. ადამიანი ისე ხშირად არაფრით სცოდავს, როგორც -

განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგვიწევს (მათე 12, 36) განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს

განმარტოებასა და სიჩუმეში და არა ხალხსა და ხმაურში იბადება კეთილი და ზეციური აზრები. განმარტოებასა და სიჩუმეში არა ხალხსა ხმაურში

იყავი შენს სენაკში და სენაკი ყველაფერს გასწავლის იყავი შენს სენაკში და სენაკი ყველაფერს

რამდენადაც ადამიანი განეშორება ადამიანებთან ურთიერთობას, იმდენად თავისუფლად მიაღწევს ღმერთთან საკუთარი გონებით. რამდენადაც ადამიანი განეშორება ადამიანებთან

როგორც წყნარ და სუფთა წყალში მზე უკეთ ჩანს, ვიდრე ამღვრეულსა და მღელვარეში, ასევე მარადიული და სულიერი მზე - ღმერთი - უფრო უკეთ შეიცნობა სიმშვიდესა და სიწყნარეში - რწმენისა და გონების თვალით, ვიდრე შფოთსა და ადამიანთა ხმაურში როგორც წყნარ და სუფთა წყალში მზე უკეთ ჩანს

ადამიანი, რომელმაც სენაკის სიტკბოება შეიცნო, გაურბის მოყვასს, თუმცა კი უყვარს და პატივს სცემს მას. ადამიანი, რომელმაც სენაკის სიტკბოება შეიცნო

ამბა მარკოზმა ერთხელ ამბა არსენის უთხრა: "ღმერთი ხედავს, რომ მიყვარხართ, მაგრამ არ შემიძლია, ვიყო ერთდროულად ღმერთთანაც და ადამიანებთანაც. ზეცაში ათასებსა და მილიარდებს ერთი ნება აქვთ, ადამიანების ნება კი განსხვავებულია". ამბა მარკოზმა ერთხელ არსენის უთხრა: ღმერთი

განმარტოებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს, მასთან განშორება კი სადღაც კარგავს მას განმარტოებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს

თევზები წყლის უკმარისობისგან კვდებიან; ასევე კვდებიან მოსაგრის გულში ღვთისგან დაბადებული სულიერი მოძრაობები, როდესაც მოსაგრე ხშირად ცხოვრობს ერში და ერისკაცებთან აქვს ურთიერთობა თევზები წყლის უკმარისობისგან კვდებიან; ასევე

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2