სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თუ ადამიანთა შორის ვერ შეუქმნი საკუთარ თავს სწორ განწყობას, მის სიმძიმეს მარტოდ ცხოვრებისასაც ვერ იტვირთავ. თუ ადამიანთა შორის ვერ შეუქმნი საკუთარ თავს

თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში თან წავიღებთ, ისინი მხოლოდ დაფარული იქნება ჩვენში და არა - აღმოფხვრილი თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში

დამშვიდებული სინდისის მქონე ადამიანი ყველასთან შეძლებს მეგობრობას, ცუდი სინდისით კი განმარტოებაშიც იტანჯება და შფოთავს. დამშვიდებული სინდისის მქონე ადამიანი

ნუ იფიქრებ, თითქოს უდაბნოში განმარტოებით მარტო იქნები. თუ შენთან ღმერთი არ იქნება, მაშინ აუცილებლად ეშმაკი იქნება შენთან. ნუ იფიქრებ, თითქოს უდაბნოში განმარტოებით

სადაც არ უნდა იყო, სატანურ ხრიკებს ვერსად გაექცევი სადაც არ უნდა იყო, სატანურ ხრიკებს ვერსად

ერში მცხოვრებში ეშმაკებს ისე ებრძვიან, როგორც - ცხვრებს, ხოლო განმარტოებაში მყოფნი ისე, როგორც - ვეფხვებსა და ლეოპარდებს. ერში მცხოვრებში ეშმაკებს ისე ებრძვიან, როგორც

პირვე ხანებში, როგორც მოსაგრე ცხოვრების გამოცდილნი გვასწავლიან, ბოროტი სულები მონაზონს განსაკუთრებით ებრძვიან მოწყინებით, სასოწარკვეთილებით, ნაღველით - მათ მიერ დატოვებული სოფლის გამო; ამასთან ერთად, მათში აღვიძებენ სურვილს, რომ დატოვონ უდაბნო და კვლავ ერში დაბრუნდნენ. მონაზონმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს, რათა სულმოკლეობაში არ ჩავარდეს ასეთი განსაცდელის ჟამს, არამედ - მშვიდად შეხვდეს და მამაცურად შეებრძოლოს მას, ამასთან ერთად, უნდა ფლობდეს და მოქმედებდეს დაუმარცხებელი იარაღით - ლოცვით. პირვე ხანებში, როგორც მოსაგრე ცხოვრების

ერთი ძმა გამოცდილ ბერთან მივიდა და უთხრა: "ამბა! უდაბნოში ყოფნით მოწყენილი ვარ"; ბერმა უპასუხა: "უფრო ხშირად ილოცე და უფალი შეგეწევა, ძალასა და სიმშვიდეს მოგცემს. ლოცვა ნაღველისა და სასოწარკვეთილების წამალია. ერთი ძმა გამოცდილ ბერთან მივიდა და უთხრა:

ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება არ არის ჭეშმარიტი, ნამდვილი ცხოვრება, რომლისთვისაც შეგვქმნა შემოქმედმა. მომავალ ცხოვრებასთან მიმართებაში ის იგივეა, რაც ჩიტის ცხოვრება კვერცხში, რაც ჩვილის ცხოვრება დედის საშოში. ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება არ არის ჭეშმარიტი

მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია, ცხოვრებისათვის მომზადებაა მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2