სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ გამოხვალ მონასტრიდან და საეროთა სახლებში ნუ შეხვალ; სხვაგვარად უკან ისეთი ვეღარ დაბრუნდები, როგორიც - გამოხვედი. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ნუ გამოხვალ

როდესაც თუნდაც მაცხოვნებელი გარემოებების გამო გამოხვალ განმარტოვებული ყოფისაგან, უკვე ისეთი ვეღარ ბრუნდები, როგორიც განმარტოებაში იყავი. როდესაც თუნდაც მაცხოვნებელი გარემოებების გამო

ერთმა თქვა: "ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან გავდივარ, უფრო ნაკლებად ადამიანი ვბრუნდები უკან". ჩვენ ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში, რადგან დუმილი უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ საუბარში რაიმე ზედმეტი არ თქვა; უფრო ადვილია სახლში დარჩენა, ვიდრე საზოგადოებაში მოუფრთხილდე საკუთარ თავს ისე, როგორც საჭიროა. ერთმა თქვა: ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან

სიბრძნეში მიბაძე ფუტკარს, რომელიც თავის გარშემო უამრავი კრაზანის დანახვაზე სკაში შედის და მოსალოდნელ ხიფათს თავს არიდებს. სიბრძნეში მიბაძე ფუტკარს, რომელიც თავის

როდესაც საჭიროება საზოგადოებაში გამოჩენას გაიძულებს, მიბაძე მტრედს, რომელიც იძულებული იყო, ბუდიდან გამოფრენილიყო, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან, რადგან გარეთ მშვიდი ადგილი ვერ იპოვა. როდესაც საჭიროება საზოგადოებაში გამოჩენას

როდესაც განმარტოებიდან გამოდიხარ, შეინახე, რაც მოგიპოვებია; რამეთუ თუ გალიის კარი ღია იქნება, მასში ჩაკეტილი ჩიტები გამოფრინდებიან. მაშინ უკვე აღარაფერი სარგებელი აღარ გვექნება ჩვენი მდუმარებისგან როდესაც განმარტოებიდან გამოდიხარ, შეინახე

საკუთარი თავი სენაკშიც დაიცავი და მის გარეთაც საკუთარი თავი სენაკშიც დაიცავი და მის გარეთაც

ვიდრე ესოდენ მნიშვნელოვან, მაღალ და მრავლისდამტევ მონაზვნობას მიიღებდე, საჭიროა, ჯერ კიდევ ერში ცხოვრებისას იმდენად განაწყო საკუთარი თავი ამისთვის და ზნეობრივად მოემზადო, რათა ყველა მონაზვნის მოთხოვნა და წესი ახალი კი არ მოგეჩვენოს, არამედ - უკვე გამოცდილი; არა - სიმძიმედ, სასიამოვნოდ აღსასრულებლად. ვიდრე ესოდენ მნიშვნელოვან, მაღალ და

თუ მანამდე არ ისწავლი ადამიანებთან კარგად ცხოვრებას, განმარტოებაშიც ვერ იქნები კარგად. თუ მანამდე არ ისწავლი ადამიანებთან კარგად

თუ ადამიანებთან მშვიდობიანი ცხოვრება ვერ ისწავლე, უდაბნოშიც ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს. თუ ადამიანებთან მშვიდობიანი ცხოვრება ვერ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2