სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ამბა დოროთეს აზრით, მოვალეობის გამო აღსრულებულ სხვადასხვა სათნოებებს მხოლოდ ხარკის მნიშვნელობა აქვს, რომელიც აუცილებელია, ყველამ გაიღოს - როგორც ძღვენი სახელმწიფოს და მეისთვის; ხოლო საკუთარი ნებით აღსრულებული სამონაზვნო მორჩილება, უპოვარება და ქალწულება, როგორც სათნოება, ღვთისადმი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ბოძებული ძვირფასი ძღვენია, მსგავსად იმისა, როგორც სახელმწიფოში ცნობილი ადამიანები ხარკის გარდა, მეფეს უძღვნიან საჩუქრებსაც და ამის გამო მდიდრულ ჯილდოს, პატივსა და ხარისხს იღებენ. ამბა დოროთეს აზრით, მოვალეობის გამო

ვინც ღვთის გამო უპოვარი გახდება, იგი დაუსრულებელ საუნჯეს მიიღებს ვინც ღვთის გამო უპოვარი გახდება, იგი

რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით. რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს

ერში ცხოვრებითაც შესაძლებელია, არაამსოფლიური იყო. მაგრამ ყოფითი საზრუნავებით, გამუდმებული განსაცდელებითა და ცოდვაში ჩავარდნებით განა შეიძლება, იმედოვნებდე, მიაღწიო ისეთ ზნეობრივ სრულყოფილებას, სათნოების ისეთ სიწმიდეს, რომელსაც გპირდება და უხვად წარმოგიდგენს მონაზვნის წყნარი, განმარტოვებული ცხოვრება - სოფლისა და მისი ამაოებისგან მოშორებით? ერში ცხოვრებითაც შესაძლებელია, არაამსოფლიური

რაც მეტად შორს იქნები სოფლისგან, მით უფრო ახლოს მიხვალ ღმერთთან რაც მეტად შორს იქნები სოფლისგან, მით უფრო

ადამიანთათვის თავის არიდების სურვილი მომწიფებულ ვენახს, ხოლო მათთან ურთიერთობის მქონე - მოუმწიფებელს ჰგავს. ადამიანთათვის თავის არიდების სურვილი

ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის

სამონაზვნო და საერო ცხოვრებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც - ნავსადგურსა და გამუდმებით ქარისგან მღელვარე ზღვას შორის. სამონაზვნო და საერო ცხოვრებას შორის ისეთივე

მონაზვნობის მნიშვნელობა მთელი თავისი ნაყოფით მკაცრად უკავშირდება მისი აღთქმების ერთგულად აღსრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაზონი მხოლოდ შეაგინებს მონაზვნობას - ერისკაცთა საცდუნებლად და საკუთარი თავის დასაღუპად. მონაზვნობის მნიშვნელობა მთელი თავისი ნაყოფით

ჭეშმარიტი მონაზვნობის მიზნის მისაღწევად - საკუთარი თავის ზნეობრივი სრულყოფისა და ღმერთთან, სიწმიდისა და ნეტარების წყაროსთან მჭიდრო კავშირისათვის - მონაზვნად აღკვეცილისთვის აუცილებელია ცოდნა და აღსრულება შინაგანი და გარეგნული კანონებისა, რომელსაც მისგან ეს ანგელოზებრივი (როგორც მას არცთუ უმიზეზოდ უწოდებენ) სახე მოითხოვს. სხვაგვარად, შესაძლოა, მონასტრის კედლებში ხმაურისა და სოფლის ამაოებისგან მოშორებით იცხოვრო, სულში კი ერისკაცზე დაბლა იდგე ჭეშმარიტი მონაზვნობის მიზნის მისაღწევად -

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2