წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
17. ნეტარია ის ადამიანი, ვისაც ძალუძს, ყველა ერთნაირად უყვარდეს
თემა: სიყვარული მოყვასისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
15. ვინც თავის გულში რომელიმე ადამიანის მიმართ სიძულვილის კვალს ხედავს, მისი გარკვეული დაცემის გამო, მისთვის სავსებით უცხოა ღვთის სიყვარული. რამეთუ ღვთის სიყვარული ვერანაირად ვერ ითავსებს ადამიანის სიძულვილს
თემა: სიძულვილი, სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
14. უწმინდურია ვნებიანი სული, ავხორცული და საზიზღარი გულისთქმებით აღსავსე
თემა: ვნებები, სიბილწე, უწმინდურობაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
12. როცა სიყვარულის შედეგად გონება ღვთის შემეცნებით აღივსება, ყოფიერებაზე მაღლა დადგება და ღვთის უსასრულობას იგრძნობს, მაშინ ღვთაებრივი ესაიას მსგავსად, განცვიფრებულმა რომ აღიარა თავისი არარაობა, გულწრფელად წარმოთქვამს ამ წინასწარმეტყველის სიტყვებს: "ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ და ბაგეუწმინდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, საბაოთი უფალი იხილეს" (ეს.6,5).
11. ყველა სათნოებას გონება ღვთის სიყვარულთან მიჰყავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია წმინდა ლოცვა. იგი ლოცვით ფრთოვანქმნილი, ღმერთთანაა და ყოველივე არსებულზე მაღლა დგას.
თემა: ლოცვა, სათნოებები, სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ