როდესაც გაგიჩნდეს, ძმაო, გულში რომელიმე ბოროტი და ცუდი ჰაზრი, მაშინ შენც განრისხდი ეშმაკსა ზედა; ვითარცა მაცხოვარი და უთხარ მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა.
როდესაც ეშმაკისეული ბოროტი ზრახვებით არ ვცდუნდებით, ამას კეთილსა ვიქმთ. ამგვარი თავდასხმებისას, შველა მაშინვე უფალ ღმერთს ლოცვით უნდა შევთხოვოთ. დაე, ბიწიერ ზრახვათა ნაპერწკალი ძირშივე ჩაიფერფლოს, რათა ადამიანში ვნებათა ალი არ გაღ...
იხილეთ სრულად
როდესაც ეშმაკისეული ბოროტი ზრახვებით არ ვცდუნდებით, ამას კეთილსა ვიქმთ. ამგვარი თავდასხმებისას, შველა მაშინვე უფალ ღმერთს ლოცვით უნდა შევთხოვოთ. დაე, ბიწიერ ზრახვათა ნაპერწკალი ძირშივე ჩაიფერფლოს, რათა ადამიანში ვნებათა ალი არ გაღვივდეს. უწმინდური სული მხოლოდ ვნებით შეპყრობილთ სძლევს, ხოლო ვნებათგან განწმენდილებს, ვერაფერს დააკლებს
49. ფრთხილად იყავი ყოველჟამს, რომ არანაირი გულისზრახვა არ გქონდეს გულში, არც უგუნური, არც კეთილგონივრული, რომ ამ სახით ადვილად შეიცნო უცხოტომელნი, ესე იგი ეგვიპტელთა პირმშო ძეები (უკეთური გულისზრახვები).
46. პირველად არის კვეთება, შემდეგ კი თანაშეწყვილება, როდესაც ჩვენი და უკეთურ ეშმაკთა გულისზრახვები ერთიმეორეს შეეზავებიან; მესამეა შეთანხმება, როდესაც ორივე მხარის გულისზრახვები ურთიერთში ბოროტად ბჭობენ, თუ როგორ მოიქცნენ. მეოთხეა...
იხილეთ სრულად
46. პირველად არის კვეთება, შემდეგ კი თანაშეწყვილება, როდესაც ჩვენი და უკეთურ ეშმაკთა გულისზრახვები ერთიმეორეს შეეზავებიან; მესამეა შეთანხმება, როდესაც ორივე მხარის გულისზრახვები ურთიერთში ბოროტად ბჭობენ, თუ როგორ მოიქცნენ. მეოთხეა გრძნობადი საქმე ანუ ცოდვა. ამიტომ, თუ ყურადღებით და მღვიძარებით იქნება გონება და თუ იგი სიტყვისგებისა (ე.ი. პასუხის გაცემისა ეშმაკებისთვის) და უფალ იესოს მოხმობის გზით გამოვლენისთანავე უკუაქცევს შემოტევას, გულისზრახვათა...
44. ამგვარია უკეთურის ხელოვნება და ამ ისრებით წამლავს იგი ყველა სულს. ამიტომაც, არ არის უსაფრთხო, რომ გონების მიერ დიდი საბრძოლო გამოცდილების მიღებამდე ნება მივცეთ გულისზრახვებს ჩვენს გულში შესვლისა, განსაკუთრებით დასაწყისში, გამო...
იხილეთ სრულად
44. ამგვარია უკეთურის ხელოვნება და ამ ისრებით წამლავს იგი ყველა სულს. ამიტომაც, არ არის უსაფრთხო, რომ გონების მიერ დიდი საბრძოლო გამოცდილების მიღებამდე ნება მივცეთ გულისზრახვებს ჩვენს გულში შესვლისა, განსაკუთრებით დასაწყისში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს ჩვენი სული ჯერაც ტკბება ეშმაკეული შემოტევებით, ჯერაც სიამტკბილობს და მიჰყვება მათ, თუმცა გვმართებს, რომ შეცნობისთანავე დაუყოვნებლივ აღვკვეთოთ მათი აღმოცენებანი და კვეთებანი, ხოლო როდესაც გონებ...
43. ისევე როგორც პატარა და უბოროტო ბავშვი, რომელიც, ხედავს რა ცრუ სასწაულთმოქმედს (ილუზიონისტს), სიამტკბილობს და, რადგან გულუბრყვილოა, მიჰყვება კიდეც მაცთურს, ამგვარადვე ჩვენი სულიც, არის რა იგი წრფელი და კეთილი, თავისი კეთილი შემ...
იხილეთ სრულად
43. ისევე როგორც პატარა და უბოროტო ბავშვი, რომელიც, ხედავს რა ცრუ სასწაულთმოქმედს (ილუზიონისტს), სიამტკბილობს და, რადგან გულუბრყვილოა, მიჰყვება კიდეც მაცთურს, ამგვარადვე ჩვენი სულიც, არის რა იგი წრფელი და კეთილი, თავისი კეთილი შემოქმედისგან ამ სახით ქმნილი, სიამტკბილობს ეშმაკის წარმოსახვითი შემოტევებისას და, ცთუნებულია რა, მიესწრაფვის უკეთურს როგორც კეთილს (ისევე როგორც მტრედი – თავისი შვილების მომვერაგებელს – მზაკვრულად დამჭერს), და ამ სახით აზა...
209. როდესაც შურაცხყოფილს გაგიმკაცრდება გულ–გვამი, ნუ დამწუხრდები იმაზე, რომ განგებულებითად აღიძრა შენში ის, რაც ადრიდანვე შიგნით გქონდა, არამედ გიხაროდეს, რომ დაფარული გულისზრახვები გამოგივლინდა, და შემუსრე ისინი, გეცოდინება რა, ...
იხილეთ სრულად
209. როდესაც შურაცხყოფილს გაგიმკაცრდება გულ–გვამი, ნუ დამწუხრდები იმაზე, რომ განგებულებითად აღიძრა შენში ის, რაც ადრიდანვე შიგნით გქონდა, არამედ გიხაროდეს, რომ დაფარული გულისზრახვები გამოგივლინდა, და შემუსრე ისინი, გეცოდინება რა, რომ შემოტევისთანავე მათი აღხოცვისას უკვე აღძრული ბოროტებაც, როგორც წესი, მათთან ერთად აღიხოცება.
208. ვინც შეჭრვებებს ნებაყოფლობით აჩვევს თავს, ვერ იბატონებს მასზე უნებლიე გულისზრახვები, ხოლო ვინც პირველს (ე.ი. ნებაყოფლობით შეჭირვებებს) არ განიკუთვნებს, მეორისგან (ე.ი. არანებაყოფლობითი, უნებლიე გულისზრახვებისაგან) ტყვევდება, ...
იხილეთ სრულად
208. ვინც შეჭრვებებს ნებაყოფლობით აჩვევს თავს, ვერ იბატონებს მასზე უნებლიე გულისზრახვები, ხოლო ვინც პირველს (ე.ი. ნებაყოფლობით შეჭირვებებს) არ განიკუთვნებს, მეორისგან (ე.ი. არანებაყოფლობითი, უნებლიე გულისზრახვებისაგან) ტყვევდება, თუნდაც არ უნდოდეს.
191. ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო უკეთურ გულისზრახვებს ჩვენგან წუხილი ახლავს და ამიტომაც მყისიერად განქარდებიან, ხოლო სურვილისმიერთ – სიხარული, რის გამოც ძნელია მათგან თავის დაღწევა.