
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
წყარო:
აღსარების აგების გამოცდილება [გვ. 114]
თემა:
ბოროტი ზრახვები
როდესაც საგანს ან აზრს დავაფიქსირებთ, დავაკვირდებით ან, წმინდა მამების თქმით, გრძნობით ან უგრძნობლად
როდესაც საგანს ან აზრს დავაფიქსირებთ, დავაკვირდებით ან, წმინდა მამების თქმით, გრძნობით ან უგრძნობლად დავიწყებთ მასთან შესიტყვებას. ამ შემთხვევაში ჩვენ, თუმცა არ ვიღებთ, მაგრამ არც განვაგდებთ ზრახვას და უფლებას ვაძლევთ, დარჩეს ჩვენში. ამას ეწოდება შეთავსება. წმინდა მამებს ეს უკვე აღარ მიაჩნიათ უცოდველად; იგი შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზრახვაზე დაკვირვება ღმრთისთვის სათნო თვალსაზრისით ხდება, ანუ როდესაც უარვყოფთ მას, ვინაიდან შევნიშნეთ მისი ცოდვილიანობა.
|