ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
დარღვეული შინაგანი მთლიანობა რომ აღდგეს, ადამიანმა აღსარება უნდა თქვას და ღვთის წინაშე მოინანიოს ცოდვები. ასეთ შემთხვევაში მისი დახმარება მხოლოდ მოძღვარს შეუძლია, რადგანაც შენდობის უფლება ღვთისგან მასა აქვს მინიჭებული.
ბოროტებას შესაბამისი ბოროტი შედეგი მოჰყვება. ცოდვის შედეგია ღვთისგან განდგომა, სიყვარულის, მშვიდობისა და ბედნიერების დაკარგვა, სულიერი სიღატაკე, სიკვდილი... "ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი" (რომ. 5, 12).
ჩვენს მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ცოდვაა. იგი ღვთისა და თვით ჩვენი თავის საწინააღმდეგო მოქმედებაა, ყოფის არყოფნად გარდაქმნაა, ჩვენი ბუნების დამახინჯებაა, ჩვენი დამაქცეველი ძალაა; ესაა მსვლელობა დამღუპველი მიზნისაკენ.
ნათლობით თუმც განვეშორეთ სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა, მაგრამ თვითონ იგი არ გვტოვებს ჩვენ; მუდამ ცდილობს, კვლავ დაგვიპყროს, კვლავ მოგვიპოვოს. ამიტომაც ჩვენი გული კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ბრძოლის ასპარეზია.
ისინი, რომელნიც არ აღავლენენ ლოცვებს, არ მარხულობენ და ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, სულიერად კვდებიან კიდეც; მოეკვეთებიან ხეს ცხოვრებისას - ეკლესიას, რომლისგანაც გამუდმებით უნდა მიეღოთ სულიერი საზრდო.
წმიდა ნათლობის ძალით სულიერი დაბადება ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარი თავის დავიწყებას და მსახურებას ქრისტესთვის და მოყვასისთვის. ამაში პოვებს ნამდვილი მორწმუნე სიხარულსა და ბედნიერებას, თავისი არსებობის აზრსა და მიზანს... იხილეთ სრულად
მონათვლით ადამიანი ეკლესიაში შედის, ქრისტეს ნაწილი ხდება, ხელახლა იბადება; თავისუფლდება როგორც ადამისმიერი პირველქმნილი შეცოდებისგან, ისე ყველა სხვა ცოდვისაგან; აღდგება მასში ხატება ღვთისა, მიენიჭება სულიწმიდის მადლი და ყველა სიკე... იხილეთ სრულად
ეკლესიაში აღესრულება საიდუმლოებები: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, მღვდლობისა, ქორწინებისა, ზეთისცხებისა და სხვა მღვდელმოქმედებანი, რომელთა მიღება ყოვლად აუცილებელია ქრისტიანისთვის.