ძალიან ბევრს არ ესმის ეკლესიის ძალა და მნიშვნელობა. წმიდა მამებმა კი, რომლებიც შიგნიდან ხედავდნენ ეკლესიის სიდიადეს, ჯერ კიდევ IV საუკუნეში ასე გამოთქვეს მისი არსი: "მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"... რამეთუ მხო...
იხილეთ სრულად
ძალიან ბევრს არ ესმის ეკლესიის ძალა და მნიშვნელობა. წმიდა მამებმა კი, რომლებიც შიგნიდან ხედავდნენ ეკლესიის სიდიადეს, ჯერ კიდევ IV საუკუნეში ასე გამოთქვეს მისი არსი: "მწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"... რამეთუ მხოლოდ ასეთი ეკლესიის დამაარსებელი და თავი არის იესო ქრისტე.
ჩვენს სწრაფად ცვალებად და ურთიერთდაპირისპირებულ დროში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ეკლესია არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ხომალდი, რომელსაც შესწევს ძალა, გადალახოს ცხოვრების ზღვის აბობოქრებული ტალღები და ნაპირზე მშვიდობით მიგვი...
იხილეთ სრულად
ჩვენს სწრაფად ცვალებად და ურთიერთდაპირისპირებულ დროში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ეკლესია არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ხომალდი, რომელსაც შესწევს ძალა, გადალახოს ცხოვრების ზღვის აბობოქრებული ტალღები და ნაპირზე მშვიდობით მიგვიყვანოს.
ურწმუნონი ანდა არაეკლესიურნი ხშირად გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა შორის არიან ცუდი წარსულის მქონე პირები. დიახ, ასეთები მართლაც არიან და ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს. ეკლესია ხომ სულის მკურნალია. ...
იხილეთ სრულად
ურწმუნონი ანდა არაეკლესიურნი ხშირად გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა შორის არიან ცუდი წარსულის მქონე პირები. დიახ, ასეთები მართლაც არიან და ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს. ეკლესია ხომ სულის მკურნალია. იგია ის წმიდა სავანე, სადაც ხელს არ კრავენ გზასაცდენილთ. ეკლესიის ვალი და მიზანი სწორედ ისაა, რომ სულიერი დახმარება აღმოუჩინოს შეცდომილთ, შეიწყნაროს და სწორ გზაზე დააყენოს ისინი.
წმიდა ეკლესია ერთიანი და განუყოფელია. იგია "ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა. ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა...
იხილეთ სრულად
წმიდა ეკლესია ერთიანი და განუყოფელია. იგია "ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა. ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის" (ეფესელთა 4,4-6).
როცა ეკლესიაზე ვსაუბრობთ, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობთ მის სულიერ არსს და შემდეგ კი - ეკლესიისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ნიშნებს. ეს იმიტომ, რომ თავისი არსით, ეკლესია ქრისტეს მსგავსად ორბუნებოვანია. იგია ის ღვთაებრივ-ადამიანური...
იხილეთ სრულად
როცა ეკლესიაზე ვსაუბრობთ, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობთ მის სულიერ არსს და შემდეგ კი - ეკლესიისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ნიშნებს. ეს იმიტომ, რომ თავისი არსით, ეკლესია ქრისტეს მსგავსად ორბუნებოვანია. იგია ის ღვთაებრივ-ადამიანური ერთობა, რომელიც პირველ რიგში ენათესავება ღმერთს. შემდეგ კი ამქვეყნიურ ცხოვრებაში, დროულ ყოფაში ვლინდება.
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ ...
იხილეთ სრულად
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.ამ სულიერ ბრძოლაში მეტად დიდია შემწეობა ეკლესიისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მისი ღვთაებრივი მადლისა.