რას აკეთებენ ზღვაოსნები, როდესაც გრიგალი გემს ჩაძირვით ემუქრება? ისინი ტვირთს ზღვაში ისვრიან. აი, რითი განიმარტება რჩევა, რომელიც იესო ქრისტემ მისცა მდიდარ ახალგაზრდას (მათ. 19, 21), რომელსაც სიმდიდრისადმი სიყვარული საუკუნო დაღუპვ...
იხილეთ სრულად
რას აკეთებენ ზღვაოსნები, როდესაც გრიგალი გემს ჩაძირვით ემუქრება? ისინი ტვირთს ზღვაში ისვრიან. აი, რითი განიმარტება რჩევა, რომელიც იესო ქრისტემ მისცა მდიდარ ახალგაზრდას (მათ. 19, 21), რომელსაც სიმდიდრისადმი სიყვარული საუკუნო დაღუპვას უქადდა. ამ რჩევის შესრულება ახალგაზრდისთვის ცხონების ერთადერთი საშუალება იყო.
ვინც ჯერ სათნოებაში წარემატება, შემდეგ კი კვლავ ბილწ ჩვეულებებს მიუბრუნდება, არამარტო კარგავს ჯილდოს ძველი ღვაწლისათვის, არამედ ათასგზის სასჯელს ექვემდებარება, როგორც იგი, ვინც კეთილ საქმეთა აღსრულების სიტკბო შეიცნო.
რმწნა იმისათვის, რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2,26). და შესაბამისად მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.
თავისი სარეცელის შემცოდე კაცი გულში ამბობს: ვინ მხედავს მე? ჩემს ირგვილ წყვდიადია და კედლებიც მფარავენ, ვერავინ დამინახავს და რისი უნდა მეშინოდეს? უზენაესი არ გაიხსენებს ჩემს ცოდვებსო.
მას მხოლოდ ადამიანთა თვალები აშინებს და...
იხილეთ სრულად
თავისი სარეცელის შემცოდე კაცი გულში ამბობს: ვინ მხედავს მე? ჩემს ირგვილ წყვდიადია და კედლებიც მფარავენ, ვერავინ დამინახავს და რისი უნდა მეშინოდეს? უზენაესი არ გაიხსენებს ჩემს ცოდვებსო.
მას მხოლოდ ადამიანთა თვალები აშინებს და არ იცის, რომ უფლის თვალი ათასჯერ ნათელია მზეზე. ის ადამიანთა ყველა გზას ჭვრეტს და დაფარულ ადგილებშიც აღწევს.
მისთვის ყოველივე ცნობილია შექმნამდე და მოწევნადიც აღსასრულის შემდგომ.
რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იგივეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი - გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს. ამისგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი ...
იხილეთ სრულად
რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იგივეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი - გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს. ამისგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი ადამიანები მრისხანების წუთებში ხშირად ცდებოდნენ და ისე მსჯელობდნენ, რომ შემდეგ რცხვენოდათ.
ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა...
იხილეთ სრულად
ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა მაშინ ის იტყვის: “მე ბერისა მეტად მჯერა, ვიდრე საკუთარი თვალებისა და ყურებისა, რადგან ისინი არც თუ იშვიათად ცრუობენ”. სხვა შემთხვევაში მან უნდა თქვას: “ჩემი დამრიგებელი ისევე ცოდვილია, როგორც ყოველი ადამიანი, მაგრამ “ძა...
წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მკტაველს; ასევე ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი" (ფს. 38,5). - არაუ...
იხილეთ სრულად
წარმოიდგინეთ უკიდეგანო სივრცე: რა მნიშვნელობა ექნება მასში ერთ მკტაველს; ასევე ჩვენი საუკუნეც არაა უმეტესი, ვიდრე - მტკაველი მარადისობის უკიდეგანო სივრცეში, მეფსალმუნის სიტყვებით: "ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი" (ფს. 38,5). - არაუმეტეს, ვიდრე - ზღვაში წვეთი, როგორც მარცვალი სილაში (ზირ. 18,8), ნაპირზე ან ზღვის ფსკერზე, - როგორც "არარაი" (ფს. 38,5) და ამასთან, უმეტესწილად, ჩვენ, უგუნურნი, მათ ყოველგვარი საზრუნავით ვზღუდავთ და მარადისობაზე თითქმის ...