წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
გლოვა ისეთი გრძნობაა, რომელიც გულს გამუდმებით აღსარებისკენ უბიძგებს, იმდენად იწვის გული მხურვალე განცდით.
სინანული ყველაფერი იმისგან განშორებაა, რაც ამ სოფელზე მიგვაჯაჭვავს და სრული მწუხარების მოხვეჭა, რომელიც სიკეთის მომტანია. მონანული გული უნდა იყოს, როგორც ისრით, განუკურნებლად დაჭრილი და მსურველი იმისა, რომ თავის მიზანს მიაღწიოს.
ჭეშმარიტი გლოვა არის მწუხარე სული, რომელიც მხურვალე გულით გლოვობს და გამუდმებულად ცრემლის ღვრა სწყურია, სულ მას ეძიებს და როცა გამოუჩნდება, მთელი ძალით მისდევს და მწუხარებითა და მოთქმით მიჰყვება, თუ ასეთი რამ არის - ე.ი. გლოვაა
გლოვა არის დავიწყება ბუნებისა, როგორც დავით წინასწარმეტყველს დაავიწყდა ჭამად პური თავისი და იგლოვა (ფს.101,5).
ჭეშმარიტად სოცარია, რომ რაღაც ამდაგვარი წარმართებმაც თქვეს. რადგან ისინიც თვლიდნენ, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს.
როგორც ერთმა თქვა, სრულიად შეუძლებელი საქმეა, რომ კაცმა თუნდაც ერთი დღე განვლოს ღვთისნიერად, თუ იგი არ ფიქრობს, რომ ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეა.
ვინც ყველაფრისთვის, რაც ამ სოფელს ეკუთვნის, მოაკვდინა თავი, მას ჭეშმარიტად ახსოვს სიკვდილი. ხოლო მას, ვინც ჯერ კიდევ შეპყრობილია რაიმე ვნებით, არ ძალუძს, რომ სიკვდილზე ფიქრში იყოს გამუდმებით, რადგან საკუთარი თავის მტარია იგი.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველგვარი სიკეთის მსგავსად სიკვდილის ხსოვნა ღვთის მადლია, რადგან ხშირად, თვით გარდაცვლილის სარეცელთანაც კი უცრემლოდ, გაქვავებული გულებით ვდგავართ. ზოგჯერ კი ასეთი სამწუხარო სანახაობის გარეშეც ლმობიერდება ჩვენი გ... იხილეთ სრულად
როგორც ზოგიერთს წამოუდგენია უფსკრული უსასრულოდ და ამიტომ უძოროს უწოდებენ მას, ასევე სიკვდილზე ფიქრი უხრწნელ სიწმიდესა და უსასრულო კეთილ საქმეებს ბადებს. ამას ის ღირსი მამაც ამოწმებს რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ.