წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ცხოვრების განმავლობაში დიდი ღვაწლიც რომ აღვასრულოთ, თუ ამ დროს მტკივნეული გული არ გვექნება, ყოველგვარი ღვაწლი თვალთმაქცური და ამაო იქნება; რადგან მათ, რომელნიც, ასე ვთქვათ, განბანვის შემდეგ შეიბილწნენ, აუცილებელია და ჭეშმარიტად აუ... იხილეთ სრულად
გლოვა მონანული სულის მოუშორებელ ტკივილად იქცევა. ის ყოველდღიურად მწუხარებას მწუხარებაზე დაურთავს მშობიარე დედაკაცის მსგავსად.
მეოხება მწუხარებით დათრგუნული სულის განახლებაა, ის ტკივილის ცრემლებს სასწაულებრივად გარდაქმნის ნეტარ ტირილად. ამ ქვეყნიდან განსვლის მოხსენებით ცრემლი შიშს ბადებს. ხოლო როდესაც შიში უშიშობას (ე.ი. იმედს) შობს, მაშინ გამობრწყინდება ... იხილეთ სრულად
ნუგეში არის მოსვენება მტკივნეული სულისა, რომელიც ყრმის მსგავსად ტირის შინაგანად და ამასთან ერთად კიდეც იღიმება სიხარულით.
მტირალი არ გალობს და არც ხარობს, რადგან ეს გლოვის ღვაწლს ავნებს. თუ ამ საშუალებით ცდილობ, რომ მოუხმო მას, ე.ი. ძალიან შორს ხარ ამ ღვაწლისაგან. რადგან გლოვა მხურვალე სულის ფესვებგადგმული ჩვეულებაა.
მოიშორე ცოდვა და თვალთაგან ცრემლის დენაც აღარ დაგჭირდება, რადგან თუ ჭრილობა არ არის, არც სალბუნია საჭირო.
არის ისეთი ბერი, რომელმაც მთელი მონაზვნობა ისე ღვთისმოსაურად განვლო, რომ არც ერთი დღე საათი და წამი არ დაუკარგავს, მთელი დრო ღმერთს უძღვნა, რადგან ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში ერთი და იგივე დღე ორჯერ არ გაუთენდებოდა