წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა; ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისუფალი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და სიამოვნებს, რასაც თავისი შრომით შეიძენს, მაგრამ ყოვლის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერებას, კრძალვასა და ბეჯოთობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავისი სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი; ამიტომ მას, ვითარცა ყოველმხრივ შეზღუდულსა და დაცულ ციხეს, განსაცდელი ვერ სძლევს და მაცთური ვერ წარიტაცებს. კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის

ის კაციც მპარავია, რომელმაც თავისი მოყვასისათვის მიცემული სიტყვა და პირობა არ აღასრულა და ამით ზარალი მიაყენა. საზოგადოდ, რომ ვთქვათ პირდაპირი ქურდისაგან კაცი როგორმე თავს დაიფარავს, პირობის დამრღვევისა და ცრუ კაცისაგან კი - ვერასოდეს. მაშასადამე, პირობის დარღვევა უფრო მცირე ცოდვა არ არის, ვიდრე პარვა. თუ გსურს პარვის მოზიარე არ იყო, ეცადე, რომ ან ისეთი პირობა არ დადო, რომლის აღსრულებაც არ შეგიძლია, ან თუ რაიმე პირობა აიღე შენს თავზე, ეცადე, რომ აღასრულო კიდეც. ის კაციც მპარავია, რომელმაც თავისი

ჩვენ თავს ვუწოდებთ ქრისტიანს, ე.ი. ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როცა ჩვენი ცხოვრება კეთილი და წმინდაა, ქრისტეს სისხლი იდიდება ჩვენ შორის, ხოლო უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია და ცუდად ვიქცევით, მაშინ ღმრთის სახელს ვამდაბლებთ ჩვენ თავს ვუწოდებთ ქრისტიანს, ე.ი. მივითვისეთ

რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი როგორ უნდა ქადაგებდეს? ღმრთის სიტყვის ქადაგება ორგვარია და ორგვარადვე აღსრულდება. პირველი მისი სახე ისაა, როცა მქადაგებელი მხოლოდ ზოგად აზრებს გამოთქვამს ისე, რომ არავის შეეხება და არც განსაკუთრებულ სწავლა-დარიგებას მისცემს ვინმეს. ასე რომ იგი ყველა მსმენელისათვის ერთი ფასისა იქნება. ამგვარი ქადაგება არავის გაანაწყენებს, მაგრამ არც დიდ სარგებლობას მისცემს ვინმეს, და გარეგნულად რაც არ უნდა დიდი მჭერმეტყველებით გამოირჩეოდეს, მსმენელნი მაინც გულგრილად მიიღებენ. რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი

მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი მსმენელს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭირობანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწაზვლა-დარიგებებს იძლევა. იგი ცდილობს, რომ მისი სიტყვა უქმად და განყენებულად არ დარჩეს, ასე რომ, ყოველმა მასში სულიერი მდგომარეობა, ვითარცა სარკეში, ისე უნდა დაინახოს. ასეთი მქადაგებელი მჭერმეტყველების გარეგნულ ხერხებზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე, რომ მისმა სიტყვამ მსმენელთა გულებში შეაღწიოს და იქ თავისი კვალი დატოვოს. მართალია, ამგვარ მქადაგებლებს ხალხისათვის უფრო დიდი სარგებლობა მოაქვთ, მაგრამ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ ხშირად მსმენელებში უკმაყოფილებასა და შფოთს იწვევენ. ეს არცაა გასაკვირი ადამიანებს არ მოსწონთ, ადამიანებს არ მოსწონთ, როცა მათ ცუდ თვისებებს წარმოაჩენენ. მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი

977. რამდენგვარია მგლოვარება, ანუ მწუხარება?
მგლოვარება, ანუ მწუხარება ორგვარია: ხორციელი ანუ ამსოფლიური და სულიერი. პირველი ისაა, როცა კაცს რომელიმე ამსოფლიური ზარალი, ან უბედურება აწუხებს (მაგ: ავადმყოფობა, სიკვდილი, სიღარიბე და სხვა), სულიერი მწუხარება კი ისაა, როცა ქრისტიანი საკუთარი ცოდვებისა და უღირსების გამოა მგლოვიარე და დაღონებული. მაცხოვარი მათაც ნეტარებს უწოდებს, რადგან ვისაც თავისი უღირსება ახსოვს, ცოდვათა გამო წუხს და ნანობს, ის ღმრთისაგან სულიერ მადლს მოიპოვებს. ისინი ნუგეშს მომავალ ცხოვრებაში მიიღებენ, თუმცა, შვებასა და ნუგეშს აქაც გრძნობენ. ვისაც ხატის წინ ცრემლებით ულოცია, მან იცის, რომ ვერავითარი ნუგეში ვერ დაატკბობს აგრერიგად გულს.
მგლოვარება, ანუ მწუხარება ორგვარია: ხორციელი

946. როგორ უნდა აღასრულებდნენ ქრისტიანები საეკლესიო დღესასწაულებს?
ესაია წინასწარმეტყველი ღმრთის სახელით კიცხავდა ებრაელებს უსჯულოების გამო და ეუბნებოდა: „მარხვა და უქმობა და დღესასწაულნი თქუენნი სძულან სულსა ჩემსა“. რატომ გაურისხდა ღმერთი ებრაელებს იმდენად, რომ მათი დღესასწაულები და უქმენი მოიძულა? იმიტომ, რომ მხოლოდ დღესასწაულის აღსრულება, თუ იგი პატიოსან და წმინდა ცხოვრებასთან არაა შეერთებული, ღმრთისთვის სათნო არაა. ახლა გავიხსენოთ, როგორ ვატარებთ ჩვენ სადღესასწაულო დღეებს: ტაძარში ხალხის მხოლოდ რაღაც ნაწილი მიდის, ისიც უმრავლესობა მცირე ხნით, დანარჩენ დროს ქეიფსა და დროსტარებას ანდომებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი არც ამას დასჯერდა და ეკლესიისაგან დადგენილ დღეებს რაღაც მოგონილი დღსასწაულებიც დაამატა, რომლის დროსაც გაუთავებელი ლხინი და ქეიფი იმართება. ღმერთი ქრისტიანებისაგან უფრო მეტ სიწმინდეს და კრძალულებას მოითხოვს, ვიდრე ებრაელებისაგან მოითხოვდა. ამიტომ, თუ დღესასწაულებს უაზრო და უზომო სმა–ჭამაში გავატარებთ, ჩვენი დღესასწაულები და უქმენი უფრო მეტად არ მოსძულდება? რადგან დღსასწაულებზე არა სწავლა და მადლი, არამედ ცოდვა და ბრალი გვემატება, საშიშია საყვედური, რომელიც ღმერთმა ესაიას პირით ებრაელებს გამოუცხადა.
ესაია წინასწარმეტყველი ღმრთის სახელით

922. რა დღესასწაულია მირქმა?
ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს სვიმონ მართლის მიერ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მირქმას, ანუ მიგებებას. ძველი სჯულის მიხედვით, მშობლებს პირმშო შვილი მეორმოცე დღეს ტაძარში უნდა მიეყვანათ და ღმრთისათვის შესაწირავი შეეწირათ. ამ დროს მდიდარს მდიდრული შესაწირავი მიჰქონდა, ღარიბს – ღარიბული – ორი მტრედი. ეს წესი იესო ქრისტეს მშობლებმაც აღასრულეს, იგი ტაძარში მიიყვანეს, ილოცეს და ღარიბთათვის დაწესებული შესაწირავი – ორი მტრედის ხუნდი შესწირეს. როდესაც მარიამი და იოსები ტაძარში შევიდნენ, მათ ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება, რომელსაც სულიწმიდისაგან ჰქონდა გამოცხადებული, რომ ვიდრე მაცხოვარს საკუთარი თვალით არ ნახავდა, სიკვდილის გემოს ვერ იხილავდა. მან მკლავები მოხვია ჩვილს, აკურთხა ღმერთი, დალოცა მშობელნი მისნი და წარმოთქვა: „აწ განუტევე მონა შენი მეუფეო მშვიდობით“.
ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს სვიმონ მართლის მიერ

904. რას გვეტყვით კეთილ და უღირს ეპისკოპოსთა შესახებ?
კეთილი ეპისკოპოსი აცხოვნებს მრავალთა, ხოლო უღირსი წარწყმედს უმრავლესთა.
კეთილი ეპისკოპოსი აცხოვნებს მრავალთა, ხოლო

879. რისთვის დააწესა ღმერთმა სადღესასწაულო დღეები?
ერთის მხრივ იმიტომ, რომ მადლობა შევწიროთ, ვადიდოთ და აღვამაღლოთ ის პიროვნება ან მოვლენა, რომელსაც ვდღესასწაულობთ. მეორეს მხრივ კი, ჩვენ თვითონ შევიძინოთ სულიერი სარგებლობა, ე.ი. მადლი, სწავლა და განათლება. აქედან ჩანს, რომ დღესასწაული სულიერი სწავლისა და ნუგეშისათვის არის დაწესებული და არა ხორციელი განცხრომისათვის.
ერთის მხრივ იმიტომ, რომ მადლობა შევწიროთ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1