ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

აღფრთოვანების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება; თუ ამას შესაფერის ყურადღებას არ მივაქცევთ, მცირედი ხნის შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით სულისა და სხეულის მოძრაობის ჩვეულებრივ წრებრუნვას. ცოდვილის მოქცევა აღფრთოვანებით არ მთავრდება, მხოლოდ იწყება, ამის შემდგომ მას დიდი შრომა მოელის და ეს შრომა საკმაოდ მძიმეა. ყველაფერი, რაც აქ იგულისხმება, თავისუფლების ორ შემობრუნებაში აღესრულება: თავიდან ის მიიმართება საკუთარი თავისკენ, ხოლო შემდეგ საკუთარი თავიდან ღვთისაკენ. პირველ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავზე დაკარგულ ძალაუფლებას იბრუნებს, ხოლო მეორეში საკუთარ თავს ღმერთს მიართმევს თავისუფლებბის ყოვლადდასაწველ მსხვერპლად. პირველ შემთხვევაში ის მიდის გადაწყვეტილებამდე, ცოდვას განეშოროს, მეორეში ღმერთს უახლოვდება და დებს აღთქმას, მთელი ცხოვრება და თავი მხოლოდ მას, ერთადერთს უძღვნას. აღფრთოვანების უყურადღებოდ დატოვება არ

ბედნიერება, კეთილწარმატება, სასიხარულო დღეები – აი, რას ელტვიან ყველანი და რას ისურვებენ ერთმანეთისათვის, აკვნიდგან თვით საფლავამდის. ესრეთი მისწრაფება კაცთა ბედნიერებისადმი, არის თვით ბუნებრივი და კანონიერი მოთხოვნილება. კაცის ბუნება უნებლივად ერიდება მწუხარებასა, და ეძიებს ბედნიერებას. ღმერთსაც წვალებისათვის კი არ შეუქმნა კაცი, არამედ ბედნიერებისა და სიხარულისათვის. მაგრამ კაცთა ახირებული წარმოდგენა აქვსთ ბედნიერებაზე. მზგავსად ძველთა კერპთმსახურთა, ჩენ დროშიაც უმეტესი ნაწილი ხალხისა წარმოიდგენს თავის ბედს რაღაცა კაცის სახედ, რომელიც დადის კაცთა შორის თვალახვეული, და ვისაც შემთხვევით მიადგება, მას მიანიჭებს ყოველივე ბედნიერებას. არა, ძმანო ქრისტიანენო, ჭეშმარიტი ბედნიერება არ მიენიჭება კაცსა შემთხვევით, უმიზეზოდ, ის თითქმის ყოველთვის, შედეგია მრავალთა შრომათა და მოღვაწეობათა. ბედნიერება, კეთილწარმატება, სასიხარულო დღეები

რამდენად საშიშია განკითხვის ცოდვა?
შენ მწერ, რომ განიკითხავ. ამის გამო ხომ მთელი შენი შრომა და ღვაწლი იკარგება?! (წმ. იოსებ ოპტინელი).
შენ მწერ, რომ განიკითხავ. ამის გამო ხომ მთელი


შრომა აკეთილშობილებს პიროვნებას

ადამიანის ღირსების დამამცირებელი შრომა არ არსებობს, რომ შრომა აკეთილშობილებს პიროვნებას და სხვათა თვალშიც ავტორიტეტს ჰმატებს მას. ადამიანის ღირსების დამამცირებელი შრომა არ

ხშირად შეგახსენებდი, ჩემო კეთილო დაო, ღვთის ხსოვნის შესახებ, ახლაც გიმეორებ; თუ არ იშრომებ და ოფლს არ დაღვრი, რათა ამ გზით აღიბეჭდოს შენს გულსა და გონებაში ღვთის შიში, ამაოა შენი მდუმარება, ამაოა შენი გალობა, ამაოა მარხვა და ამაოა მღვიძარება. ერთი სიტყვით, მონაზვნის მთელი შრომა არაფრად ღირს ღვთის ხსოვნის გარეშე. ეს არის ღვთივსათნო მდუმარების თავი და ბოლო. ეს ყოვლისმომცველი სახელი მდუმარების სულია. მის ხსოვნაშია სიხარული და მხიარულება, ცოდვების დატევებადა სათნოებათა სიმდიდრე. ეს ყოვლადდიდებული სახელი ცოტამ თუ მოიღვაწა, ისიც ძნელად და მხოლოდ მდუმარებასა და განრიდებაში. სხვაგვარად ეს ადამიანს არ ძალუძს, თუნდაც ყოველმხრივ აიძულოს თავი. ამიტომ ვიცი რა ამ სახელის ძლიერება ქრისტეს სიყვარულის გამო, მე ყოველთვის შეგახსენებ: მდუმარებდე და დუმდე! რამეთუ ამ სათნოებათა მეოხებით განმდიდრდება შენში ღვთის ხსოვნა ხშირად შეგახსენებდი, ჩემო კეთილო დაო, ღვთის

თუ ადამიანი არ გიყვარს, მას ცოდვებს ვერ აპატიებ. მითუმეტეს, მის ცოდვებს ვერ აიღებ და მის გადასარჩენად არ იტანჯებ. ლოცვაზე დიდი შრომა არ არსებობს. ვამბობ ლოცვაზე და არა ლოცვების კითხვაზე. ეს უმძიმესი რამაა! მთელი უხილავი სამყარო გებრძვის. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა კეთილსა და ბოროტ სისტემებს შორის. როცა კაცი მოსახსენებელს გიტოვებს და შენ მის გადარჩენაზე ლოცულობ, ბოროტი სულების რისხვა მოდის შენზე, როგორც ხილულად, ისე უხილავად; და თუ არა ხარ გამოცდილი, საღმრთო სულით განათლებული, ვერ გაუძლებ, დანებდები და თავად წახდები. ეს ბრძოლა სიწმინდეს, ასკეტიზმს, დიდ სიბძნეს, სულიერ ხედვას, ნებისყოფას, სიმამაცეს და ადამიანის სიყვარულს მოითხოვს. თუ ეს ნიჭები არ გაქვს და იტყვი, რომ სხვებზე ლოცულობ, ან სხვებს სულიერ ბრძოლაში ვმოძღვრაო, ტყუილია ეს!.. ანდა, არ ლოცულობ და თუ არ ლოცულობ, ე.ი. ქრისტესთან ორგულობ! ღმერთმა გვაშოროს! თუ ადამიანი არ გიყვარს, მას ცოდვებს ვერ

ბუნება ჩვენი ხორციელი, ძმანო ქრისტიანენო, ერთობ მიდრეკილია და მსურველი ზარმაცად და უქმად დროების გატარებისა. შეჰხედე და დაუკვირდი შენს თავსაც და სხვათაც, როგორ უყვარს ყოველს კაცს მოსვენებით და მხიარულად გატარება სიცოცხლისა, და თუ ეს არ შეუძლია, მაშინ ეძიებს, რომ ისეთი რაიმე მსუბუქი და ადვილი საქმე გამოირჩიოს, რომელიც მისგან დიდს შრომას არ მოითხოვს. ესრეთი არის ჩვენი ბუნების თვისება. გარნა, როდესაც ჩვენ ყოვლის მხრით და კარგად გავშინჯავთ ჩვენსა მდგომარეობასა, ჩვენის ბუნების მოთხოვნილებათა, საჭიროებათა და გარემოებათა, რომელთა შინა კაცი იშვება და ატარებს ცხოვრებასა თვისსა, მაშინ ცხადად დავინახავთ, რომ შრომა არის საძირკველი ჩვენისა კეთილმდგომარეობისა და გარეშე შრომისა სხვა საშუალება არა აქვს კაცს, რომ მოიპოვოს ბედნეიერება და კეთილდღეობა. თვით ღმერთმა შრომისათვის და მუშაობისათვის დაჰბადა კაცი ქვეყანაზედ. ბუნება ჩვენი ხორციელი, ძმანო ქრისტიანენო

მხნე იყვენით და განძლიერდით, იტყვის მოციქული პავლე. მხნეობა მღვიძარებაზე უმჯობესი და უდიდესი თვისება არის. მხნეობა არის ძალა და სიმტკიცე კაცის სულისა. მხნე კაცი ის არის, რომელიც ყოველს საქმეს და შრომას ასრულებს ხალისიანად და სასოებით, რომელსა საქმე არ მოეწყინება, რაც გინდა ძნელი იყოს, მეტადრე არ მოეწყინება კეთილი, სულიერი საქმე და ბოლომდე მიიყვანს თავის საქმეს. სადაც სუსტი და სულმოკლე ადამიანი დაღონდება და არ იცის რა ქმნას, იქ მხნე კაცი უმეტესად გაღონიერდება. მხნე კაცი ყოვლისა სამწუხარო შემთხვევისაგან და მავნებელისა მოვლინებისაგან გამოვა ძლევაშემოსილი; ასჯერ რომ დამარცხდეს და საქმე გაუფუჭდეს, მაინც არ დაღონდება, არამედ ხელახლა მიუბრუნდება თვისსა შრომასა და საქმესა და ბოლოს უთუოდ ერთხელ გაიმარჯვებს. მხნე კაცი უბედურებასა შინა არ იქმნება განლაღებული. ერთი სიტყვით, მხნეობა არის უძვირფასესი თვისება ადამიანისა. მხნე იყვენით და განძლიერდით, იტყვის მოციქული

სიმდაბლე არის სარწმუნო მცველი ყოველთა სათნოებათა. წარმატება სათნოებათა შინა არის წარმატება სიმდაბლესა შინა. წინააღმდეგ ამისა, რა არიან ყოველნი სხვანი სათნოებანი გარეშე სიმდაბლისა? – მტვერი, რომელსა წარიტაცებს პირველი შებერვა ამპარტავნებისა. გარეშე სიმდაბლისა ამაოა ყოველი სულიერი შრომა, არ არის არცა სიყვარული ღვთისა და კაცისა, არცა სიწმინდე გულისა, არცა მოთმინება, ერთის სიტყვით, არცა ერთი ღვთის წინაშე ღირსება. ვინც დაჰკარგა სიმდაბლე, მან დაჰკარგა ყოველიფერი, თუგინდ სხვაფერ კი სრული კაცი იყოს და დაახლოებული ღვთისადმი. შეაერთეთ ლოცვა, მარხვა, სიწმინდე; თუ სიმდაბლე დააკლდა, ყოველივე იგინი მალე განჰქარდებიან. თვით ზეციერნი ანგელოსნი დაეცნენ და შთაცვივდნენ ჯოჯოხეთს, ოდესცა სიმდაბლე დაჰკარგეს. „ვის უყურებს ღმერთი? მხოლოდ მდაბალთა, ღვთის მოშიშთა, რომელნი ძრწიან სიტყვისაგან მისისა“, –იტყვის ესაია წინასწარმეტყველი. სიმდაბლე არის სარწმუნო მცველი ყოველთა

ო, ზეციური დიდებულება! ო, პატივი და სუდიადე ადამიანისა! იგი მოკრძალებული თიხაა, მაგრამ ღმრთაებრივი სუნთქვაცაა! მოვა ჟამი, როცა ის შეიცვლება. "მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე". აღსრულდება ჩვენი შემოქმედის სიტყვები. მაგრამ ღმრთაებრივი ქროლვა, ღმრთაებრივი სუნთქვა - რა მოუვა მას? როგორც მიწა დაუბრუნდება მიწას, ისე სული - ღმრთის ქროლვა - დაუბრუნდება ღმერთს. კი მაგრამ, როგორ? როცა სული ღმერთისგან წარმოიშვა, იგი კეთილსურნელოვანი ღმრთაებრივი ღმრთაებრივი სუნთქვა იყო, მაგრამ ახლაც ისევ ისეთია? არა, ისეთი აღარ არის. მაშ, როგორღა იქნება? აუცილებელია განწმენდა. ცრემლები, გლოვა, ტკივილი, რადგან შენ ესოდენ კეთილი და ქველისმოქმედი მამა დაამწუხრე, ღმერთი, რომელმაც შენ - თიხა - ეგზომ განგადიდა და მოგანიჭა თავისი ღმრთაებრივი სუნთქვა, სინანულის ეს შრომა განგწმენდს მისი მადლით. ამრიგად, ურვა და გლოვა, რათა მან ისევ უწინდელ მდგომარეობაში დაგაბრუნოს ო, ზეციური დიდებულება! , პატივი და სუდიადე

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3