სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ჩვენ დიდხანს არ მოგვიწევს მოთმინება: ეს წუთისოფელი ხომ მეტისმეტად ხანმოკლეა. ჩვენ დიდხანს არ მოგვიწევს მოთმინება: ეს

ჩვენი ცხოვრება - ერთი წუთია მარადისობასთან შედარებით და ამიტომ "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩვენდა მომართ" (რომ 8, 18) მომავალ საუკუნეში. ჩვენი ცხოვრება - ერთი წუთია მარადისობასთან

ყველა მიწიერი მწუხარება მომავალი ცხოვრების ნეტარებასთან შედარებით იგივეა, რაც მწერის მიერ ნაკბენის მიწიერი წამიერი ტკივილი. ყველა მიწიერი მწუხარება მომავალი ცხოვრების

მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ და ვდრტვინავდეთ, არამედ პირიქით, გვიხაროდეს და ვმადლობდეთ უფალს, მის უსაზღვრო გულმოწყალების გამო, რომელმაც უდიდესი ცოდვების გამო უმცირესი სასჯელი მოგვივლინა და მცირეოდენი მწუხარებით მარადიულ სიხარულს გვიმზადებს. მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა

დავითმინოთ "აწმყო მამაცურად, მომავლით კი ვხარობდეთ" დავითმინოთ აწმყო მამაცურად, მომავლით კი

მომავლისადმი იმედით შეიმსუბუქე აწმყო. როგორც თვალით სნეულნი მზერას მოარიდებენ მეტისმეტად ბრწყინვალე საგნებს და ყვავილებსა და მცენარეებს შეჰყურებენ. ასევე სულმა მუდმივად არ უნდა უცქიროს სამწუხაროს და იფიქროს მასზე, არამედ მზერა მომავალ სიკეთეებს უნდა მიაპყროს. მომავლისადმი იმედით შეიმსუბუქე აწმყო. როგორც

ქონება წაგართვეს? - ზეციურ სიმდიდრესა და შეუდარებელ საუნჯეს უმზირე. სამშობლოდან გაგაძევეს? - შენ ხომ ზეციური იერუსალიმი გაქვს! შვილი დაკარგე? - მეგობრად ხომ ანგელოზები გყავს, რომლებთან ერთადაც ღვთის საყდრის წინაშე მარადიულად გაიხარებ. ქონება წაგართვეს? - ზეციურ სიმდიდრესა და

მოგზაური გზაში უდრტვინველად იტანს ყველა ქარიშხალსა და უამინდობას, ყველა გასაჭირსა და დანაკლისს იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს, სრულყოფილ განსვენებას ჰპოვებს ზეციურ კერაზე. მებრძოლი ომში მამაცურად მიდის მტრის წინააღმდეგ, რომელთაც მისი მოკვლა სურთ, იმ იმედით, რომ ბრძოლის დასასრულს მისი გმირობა ღირსეულად დაგვირგვინდება. ჩვენც მიწიერი მოგზაურები ვართ, ქრისტეს მეომრები, განა არ უნდა ვიტანდეთ და ვითმენდეთ სულგრძელად ყველა მწუხარებას? მამაცურად წინ აღვუდგეთ ყველა ცხოვრებისეულ განსაცდელს, სრული და ცოცხალი რწმენით იმისა, რომ "საწუთროი ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამეტებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩვენთვის (2. კორ. 4, 17). მოგზაური გზაში უდრტვინველად იტანს ყველა

თუკი ხალისით მიუყვებით ოღროჩოღრო გზას, რადგან იცით, რომ მშობლიური სახლისკენ მიჰყავხართ: მაშ, გაიარეთ ხალისით მწუხარე ცხოვრების გზა, რომელსაც ღვთის სასუფეველში შევყავართ. თუკი ხალისით მიუყვებით ოღროჩოღრო გზას, რადგან

ერთმა ზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ წარმოსთქვა: "ოჰ! რაოდენ მსუბუქად მეჩვენება ახლა ის ჯვრები, რომლებსაც ვტვირთულობდი, ისინი ნეტარებისა და დიდების სასუფევლისკენ მიჩვენებენ გზას". ერთმა ზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2