სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თუ შენ მართალი კაცი ხარ და სნეულება შეგეყრება, მისი მეშვეობით დიდებულიდან უდიდესისკენ გადადიხარ; შენ - ოქრო ხარ და ცეცხლის მეშვეობით უფრო იწმინდები. თუ შენ მართალი კაცი ხარ და სნეულება

თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება. თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება

თაფლი, რომელიც კვლიავის მწარე მცენარისგან კეთდება, საუკეთესოდ ითვლება. სიკეთეც, რომელიც ცხოვრებისეული განსაცდელების ჟამს, ტანჯვა-წამებით აღესრულება, უმაღლესი სიკეთეა. თაფლი, რომელიც კვლიავის მწარე მცენარისგან

ერთმა მართალმა მეუდაბნოემ შეამჩნია, რომ ერთი მისი სნეული მოწაფე ხშირი ამოოხვრით მოუთმენლობას გამოხატავდა, უთხრა: "ნუ სულმოკლეობ, შვილო ჩემო! შენი სხეული, რომელიც სნეულებით არის ტანჯული, შეიძლება, შენი სულისთვის მაცხოვნებელ მკურნალად იქცეს. თუ შენი საქმეებით რკინას ჰგავხარ, ტანჯვის ცეცხლი ჟანგისგან განგწმენდს, ხოლო თუ ოქრო ხარ, მაშინ ეს ცეცხლი შენს სათნოებებს მეტ ბრწყინვალებას მიანიჭებს". ერთმა მართალმა მეუდაბნოემ შეამჩნია, რომ ერთი

საქებარია სათნოებათა აღსრულებისას გამოჩენილი სიმამაცე მშვიდობის ჟამს; მაგრამ კიდევ უფრო საქებარია იგი ბრძოლის დროს. საქებარია სათნოებათა აღსრულებისას გამოჩენილი

ეკლები, რომლებიც ვარდს გარს ერტყმიან, მას ვერც ფერს და ვერც კეთილსურნელებას ვერ წაართმევენ: განსაცდელი და ტანჯვა-წამება ჭეშმარიტ ქრისტიანს ბრწყინვალებას მატებს. ეკლები, რომლებიც ვარდს გარს ერტყმიან, მას

როგორც ისრაელს არ შეეძლო, მიეღო აღთქმული ქანაანის მიწა მანამდე, ვიდრე სხვადასხვა მტერს არ დაამარცხებდა: ასევე მორწმუნე სული საკუთარ თავს არ უნდა შეჰპირდეს ზეციურ სასუფეველს, ვიდრე არ დასძლევს სხვადასხვა განსაცდელსა და მწუხარებას. როგორც ისრაელს არ შეეძლო, მიეღო აღთქმული

განსაცდელის გარეშე ბრძოლა არ არსებობს; ბრძოლის გარეშე არაა გამარჯვება, გამარჯვების გარეშე არაა სამაგიერო (2 ტიმ. 2, 5). განსაცდელის გარეშე ბრძოლა არ არსებობს;

მან არ დაიმსახურა ტკბილი, ვინც არ იგემა და არ განიცადა მწარე მან არ დაიმსახურა ტკბილი, ვინც იგემა და

მამაცურად დაითმინე ამ დროებით ცხოვრებაში ღვთისგან გამოგზავნილი ყოველგვარი მწუხარება, რათა მარადიულად იხარებდე მომავალ საუკუნეში. ვინაიდან ვინც არ ითმენს აქ სამწუხაროს, ის ვერ მიიღებს იქ სასიხარულოს. მამაცურად დაითმინე ამ დროებით ცხოვრებაში

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2