სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბუნებაში ყოველივე უსუფთაო, პირველყოფილიდან წარმომდგარი და დაუმუშავებელი სრულყოფილებას სხვაგვარად ვერ შეიძენს, თუ არ დამუშავდა. ძვირფას ქვებს აპრიალებენ; საღებავები იწურება და იწმიდება; ბროლსა და ფაიფურს ცეცხლში ატარებენ; ქვები იმტვრევა; ყველაფერში და ყველგან გარკვეული დანაკარგის გარეშე არაფერი უმჯობესდება. ბუნებაში ყოველივე უსუფთაო, პირველყოფილიდან

გამოცდის გარეშე ადამიანი გამოცდილი ვერ იქნება გამოცდის გარეშე ადამიანი გამოცდილი ვერ იქნება

თუკი მატყლი ვერ გამოდგება საქსოვად, თუ მას მრავალჯერ არ დატკეპნიან და დაჩეჩავენ, რის შედეგადაც ის სუფთავდება და საქსოვად გამოსადეგი ხდება; ასევე ღვთისმოყვარე სული, რომელმაც მრავალი განსაცდელი და მწუხარება გადაიტანა და მამაცურად დაითმინა მწუხარება, წმიდავდება, სულიერი ქმედებისთვის ფაქიზდება, და ბოლოს, ცათა სასუფევლის ღირსი ხდება თუკი მატყლი ვერ გამოდგება საქსოვად, თუ მას

როგორც გამოცდილი მებაღე ხიდან უნაყოფო ყლორტებს ჭრის, რათა წვენი ამოძრავდეს და ნაყოფიერ ტოტებში ჩადგეს, ასევე ყოვლადბრძენი უფალი განსაცდელის ორლესული მახვილით წმენდს სათნო ადამიანის სულს, რათა მან უმეტესი ნაყოფი გამოიღოს. როგორც გამოცდილი მებაღე ხიდან უნაყოფო

სიბრძნისმოყვარეობა ტანჯვისგან უფრო მხნევდება, და უბედურებებში მტკიცდება, როგორც გამოწრთობილი რკინა ცივ წყალში. სიბრძნისმოყვარეობა ტანჯვისგან უფრო მხნევდება

რკინის იარაღებით დამუშავებული და ლპობადი ნივთიერებებით განაყოფიერებული მიწა განსაკუთრებით ნაყოფიერი ხდება: ასევე გული, რომელიც მწუხარებებით მუშავდება, დამცირებით რწყულდება, უმაღლესი სათნოებების განსაკუთრებულ უნარს იძენს. რკინის იარაღებით დამუშავებული და ლპობადი

თუკი სუსტი საგანი, რომელიც მყარს შეეჯახება, ზოგჯერ იმსხვრევა, ბუნებაში მრავალ ისეთ მოვლენასაც ვხვდებით, როცა დაბრკოლებისას საგნის ძალა იზრდება და უფრო მტკიცდება. მდინარე ჩუმად მიადინებს თავის წყლებს, როცა მისი კალაპოტი ფართოა: სწრაფად და ძლიერად მიისწრაფის მაშინ, როცა გარშემო ვიწრო, კლდოვანი ნაპირები აწვება. ბჟუტავს და სრულიად ქრება ნაპერწკალი, როცა ჰაერი არ მოძრაობს: ხოლო დიდ კოცონად გადაიქცევა, როცა ქარი ცეცხლს გააღვივებს. ქრისტიანი, არ მცონარებს, ყოველთვის უფალს მონებს და (რომ. 12, 11), მისდამი მხურვალე სიყვარულს განიცდის; მაგრამ ის მეტად მოშურნე ხდება, როცა ღვთისთვის სათნო საქმეების კეთებისას განსაცდელსა და დაბრკოლებებს აწყდება. თუკი სუსტი საგანი, რომელიც მყარს შეეჯახება

როგორც მაგარ ხეებს ძირ-ფესვიანად ვერ ამოთხრის ქარის შემოტევა, თუნდაც მრავალი მხრიდან უტევდეს მას, პირიქით, ამით ხეს უფრო მყარსა და მტკიცესაც კი ხდის. ასევე სულს, რომელიც წმიდად და კეთილზნეობრივად ცხოვრობს, განსაცდელები და მწუხარებები ვერ დასცემენ, არამედ მასში კიდევ უფრო მეტ მოთმინებას გამოიწვევენ, როგორც მათ ნეტარი იობი გახადეს უფრო დიდებული და პატივცემული. როგორც მაგარ ხეებს ძირ-ფესვიანად ვერ ამოთხრის

დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც ვარდებში ეკლები, იზრდებიან და საზრდოობენ სათნოებები. დაითმინე მწუხარებები, რადგან მათში, როგორც

ცნობილია, რომ ფუტკრები თაფლის შეგროვებისას მწარე საზრდელით იკვებებიან. ჩვენც მხოლოდ მაშინ შევძლებთ ღვთივსათნო საქმეების აღსრულებას, ან სათნოებათა თაფლის მოგროვებას, როცა მწუხარების პურს ვიგემებთ და მოთმინებაში ვიცხოვრებთ. ცნობილია, რომ ფუტკრები თაფლის შეგროვებისას

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2