სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რკინა ცეცხლში გამოიცდება, სიმამაცე კი - უბედურებით რკინა ცეცხლში გამოიცდება, სიმამაცე კი -

ოქრო ცეცხლის ქურაში გამოიცდება, კეთილზნეობრივი ადამიანი კი მწუხარებაში ოქრო ცეცხლის ქურაში გამოიცდება

ნივთი, რომელიც ოქროს ჰგავს, შეიძლება, სუფთა ოქრო იყოს და შეიძლება, მინარევები ჰქონდეს, ან სულაც არ იყოს ოქრო შიგნიდან. ცეცხლში ოქრო იწმიდება, მინარევი შორდება, ყალბი ნივთიერება კი გამოაშკარავდება. ასევე ადამიანის სათნოება შეიძლება იყოს წმიდა და მტკიცე, ღვთისთვის აღსრულებული და ღვთის ძალის მიერ განმტკიცებული, ან უწმიდური, რომელთანაც შერწყმულია ამპარტავნების გულისთქმები, ანგარება და თვითმაამებლობა, ან სულაც მლიქვნელობა: განსაცდელის ცეცხლში სიწმიდე მაღლდება, უწმიდურობა ჩამოშორდება, მლიქვნელობა ემხილება. ნივთი, რომელიც ოქროს ჰგავს, შეიძლება, სუფთა

სათნოება, რომელიც მწუხარებაში არ არის გამოცდილი, სრულყოფილი სათნოება არაა. მას ჯერ სათნოებასაც კი ვერ უწოდებენ. სათნოება, რომელიც მწუხარებაში არ არის

როგორც მეგობარს ვერ დაუდგები თავდებად, თუკი მისი ერთგულება ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი უბედურებაში (ზირ. 6, 7); ზუსტად ასევე ვერც სათნოების სიმტკიცეს, სიმყარეს, გულწრფელობას მიენდობი, ვიდრე იგი მწუხარების საცდელი ქვით არ გამოიცდება. როგორც მეგობარს ვერ დაუდგები თავდებად, თუკი

ბოცმანის ხელოვნება მაშინ კი არ გამოიცდება, როცა წყნარი ამინდია, არამედ მაშინ, როცა ქარიშხალია და ღელვაა ზღვაზე. ბოცმანის ხელოვნება მაშინ კი არ გამოიცდება

ქრისტიანი, რომელიც უბედურებით არ არის გამოცდილი, იმ მეომარს ჰგავს, რომელიც ბრძოლაში ჯერ არ ჩაბმულა. მზერა, მიმართვა, მეთოდები, მეტყველება - ყოველივე ეს მის სიმამაცეს გვიჩვენებს; მაგრამ თუ იგი არსად შეხვედრია მტერს, არც კი დაუნახავს იგი. განა შეიძლება, მივენდოთ მის სიმამაცესა და უშიშრობას? ქრისტიანი, რომელიც უბედურებით არ არის

კეთილზნეობა ჯვრის გარეშე უმეტესწილად მხოლოდ წარმოსახვითი კეთილზნეობაა (ფს. 118, 67,71). კეთილზნეობა ჯვრის გარეშე უმეტესწილად მხოლოდ

რა სათნოებაა იმაში, რომ სიხარულით მიიღო სასიამოვნო რამ? მაგრამ სამწუხაროს მიღება სულგრძელად, ღვთის ნებისადმი მინდობით, - აი, ღვაწლი, აი, სათნოება, აი, ჯილდოს წინდი! რა სათნოებაა იმაში, რომ სიხარულით მიიღო

ნება რომ მქონოდა, შემეცნებითი გაკვეთილები მეძებნა გართობის ამქვეყნიურ სკოლაში, ვიკითხავდი, რა იწვევს ცოცხალ თანამონაწილეობას, რა შეძრავს და აძრწუნებს მაყურებელს დრამატულ სცენაზე? დარწმუნებული ვარ, რომ მათ განაცვიფრებს არა - ბედნიერება, რაც ყველაფრით აღელვებს მათ, არა - ვნებაზე იოლი გამარჯვება, არამედ - სიმამაცე, რომელიც ყველა დაბრკოლებასა და ხიფათს ამარცხებს, უდიდესი სულგრძელება - ნებისმიერი შეურაცხყოფისას. შეურყეველი სულის სიმტკიცე, რაც ყოველგვარ მომხიბვლელ ცდუნებებზე იმარჯვებს. მართლაც, ყოველგვარი სათნოება ჩვენთვის მომხიბვლელი და ამაღლებული ხდება მხოლოდ ძალისხმევიდა და თავგანწირვის შემთხვევაში. ნება რომ მქონოდა, შემეცნებითი გაკვეთილები

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2