სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ერთ რამეს ერიდე და გეშინოდეს ყველაზე მეტად - ცოდვისა; მწუხარება, დარდი - ეს სულიერი მკურნალობაა. ერთ რამეს ერიდე და გეშინოდეს ყველაზე მეტად -

უბედურება, თუმცა კი მწარე, მაგრამ განმკურნებელი საშუალებაა უბედურება, თუმცა კი მწარე, მაგრამ

მწუხარება ან ტანჯვა-წამება მტკივნეული, თუმცა კი - მხსნელი ოპერაციაა, რომლითაც სულის ექიმი მისგან უხეშ წანაზარდებს კვეთს; ამ აზრით, ადამიანის დასჯა, კეთილდღეობის დაკარგვა, მასზედ მწუხარებების, დანაკარგების, ავადმყოფობების მოწევნა, ტანჯულისადმი საღვთო სოყვარულის გამოვლინებაა, მსგავსად იმისა, როგორც მოყვარული მშობლები ართმევენ ბავშვს სახიფათო სათამაშოებსა და მავნე წამლებს - მისი ტირილისა და ცრემლების მიუხედავად. მწუხარება ან ტანჯვა-წამება მტკივნეული, თუმცა

როგორც ზოგჯერ სხეულის ექიმი ხორცის წყლულს მტკივნეულად მოწვავს ან რკინით ამოკვეთს და ხელოვნურ ტკივილს აყენებს ადამიანს, რათა განკურნოს მისი სნეულება, მსგავსად ამისა, სულისა და სხეულის ექიმი იყენებს მწუხარების იარაღს, რათა ამოძირკვოს ფესვები და დაფაროს ცოდვის ნაკვალევი, ტანჯვის ცეცხლით წვავს ვნებებსა და ცოდვებით ტკბობის სურვილს. როგორც ზოგჯერ სხეულის ექიმი ხორცის წყლულს

უბედურებას შეხვდი არა როგორც მტერსა და მტანჯველს, არამედ, როგორც - ცოდვების გამო სამართლიან დამსჯელს, როგორც - სულიერ სნეულებათა ექიმს, როგორც ღვთის მიერ მოვლენილს, როგორც მადლის მაცნეს: უფალს ვინც უყვარს, ტანჯავს" (ებრ. 12, 6). უბედურებას შეხვდი არა როგორც მტერსა და

როცა ღვთისგან მოვლინებულ სასჯელს ითმენ, ნუ დრტვინავ, ვინაიდან ის გსჯის, როგორც მამა და მადლიერებას იმსახურებს როგორც - კეთილისმოქმედი. როცა ღვთისგან მოვლინებულ სასჯელს ითმენ, ნუ

უფალი სიყვარულის და არა - მრისხანების გამო გვსჯის: ამიტომაც უნდა მოვითმინოთ მისი მამობრივი სასჯელი და რისხვითა და ყვედრებით კი არა - არამედ სიყვარულითა და მადლიერებით. უფალი სიყვარულის და არა - მრისხანების გამო

განა ცხვრებს უფლება აქვთ, იწუწუნონ, როცა მწყემსი მათ ერთი ადგილიდან მეორეზე გარეკავს, სჯის კიდეც, რადგან სურს, უფსკრულს განარიდოს, რომელშიც ადვილად ჩაცვივდებოდნენ? - განა ჩვენ კი გვაქვს უფლება, მამაზეციერს ვაყვედროთ, თუ იგი, ცოდვისგან ჩვენი განშორების მიზნით, მწუხარებითა და უბედურებით გვეწვევა? განა ცხვრებს უფლება აქვთ, იწუწუნონ, როცა

განა ვურისხდებით და ვსაყვედურობთ ექიმს, როცა მძიმე სნეულების ჟამს დროულად გვაძლევს მწარე წამალს? არანაირად. პირიქით, ვმადლობთ მას. ასევე არ უნდა ვდრტვინავდეთ ღვთის წმიდა განგებულებაზე, რომ ცხოვრებაში სამწუხარო გარემოებებს მოგვივლენს. განა ვურისხდებით და ვსაყვედურობთ ექიმს, როცა

ჭრილობის სალბუნი, მაშინ მოქმედებს, როცა სნეული მოთმინებით ატარებს მას წყლულზე. სხვაგვარად საუკეთესო სალბუნიც კი, თუ უდროოდ მოაშორებენ წყლულიდან, სნეულს ვერ არგებს. იგივე შეიძლება ითქვას მწუხარებაზეც. თუ მწუხარებას არ დავითმენთ, მან შეიძლება, ვეღარ იმოქმედოს და ვერ შეძლოს, იმ კეთილსასურველი მიზნის მიღწევა, რაც ყოვლადბრძენის განგებულებით გვეგზავნება. ჭრილობის სალბუნი, მაშინ მოქმედებს, როცა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2