სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

იმისათვის, რომ მარადიულად არ ვიტანჯოთ, დროებითი სატანჯველი უნდა დავითმინოთ. იმისათვის, რომ მარადიულად არ ვიტანჯოთ

თუკი მიხვდები, რომ არსებობს მარადიულობა, და გონებაში წარმოიდგენ, რაოდენ მძიმეა მარადიული დიდების მოკლება და გეენიის ცეცხლში ჩავარდნა, რასაც დემონებიც უფრთხიან: ნებისმიერი სატანჯველის დათმენას ამოირჩევ და ღმერთს მადლობას შესწირავ მისი მამობრივი გულმოწყალე სასჯელის გამო თუკი მიხვდები, რომ არსებობს მარადიულობა, და

ჯოჯოხეთში მოხვედრა - აი უბედურებათა უბედურება ჯოჯოხეთში მოხვედრა - აი უბედურებათა უბედურება

უმჯობესია ყოველგვარი სასჯელის აქ, უფლის ხელიდან დათმენა, და მარადიულ მომავალ ცხოვრებაში ნუგეშის მიღება, ვიდრე აქ დაუსჯელი ყოფნა და სიკვდილის შემდეგ ღვთის მარადიული რისხვის დათმენა, რომელსაც ვერაფრით აიცილებენ თავიდან ამქვეყნად დაუსჯელი და გამოუსწორებელი ცოდვილები უმჯობესია ყოველგვარი სასჯელის აქ, უფლის

უკეთესია, მთელი ცხოვრება ტიროდე ზეციური ნუგეშის იმედით, ვიდრე ცხოვრება განუწყვეტელი სიამოვნებებით გაატარო, რათა შემდეგ სასოწარკვეთილმა მარადიულად არ იგლოვო. უკეთესია, მთელი ცხოვრება ტიროდე ზეციური

რა მწუხარებაც უნდა შეგემთხვეს, ნურავის დაადანაშაულებ, საკუთარი თავის გარდა, და თქვი: "ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა". რა მწუხარებაც უნდა შეგემთხვეს, ნურავის

თუნდაც მხოლოდ ადამიანთა ხელსა და ადამიანთა ქმედებას ხედავდე შენს მწუხარებაში, მაინც აუცილებლად იფიქრე ასე: "ეს არ მომივიდოდა, ღმერთს რომ არ დაეშვა". თუნდაც მხოლოდ ადამიანთა ხელსა და ქმედებას

როდესაც ვინმე იმ წამალს გაწვდით, რომელიც ჯანმრთელობის აღსადგენად გამოცდილმა ექიმმა გამოგიწერათ, წამლის დალევისას ხომ არ ფიქრობთ იმ ხელზე, ვინც სამკურნალო საშუალება მოგაწოდათ, არამედ იმაზე, ვინც საჭიროდ ჩათვალა, რომ ის მიგეღოთ. სწორედ ასევე მოიქეცით სულიერი განსაცდელის ჟამს - თქვენი გონება მხოლოდ უფალს მიმართეთ, რომელიც მიუწვდომელი სიბრძნით გიგზავნით მწუხარებას, რათა თქვენი სულიერი სიმართლე აღადგინოს. როდესაც ვინმე იმ წამალს გაწვდით, რომელიც

ნუ იტყვი: "ო! რა უბედური ვარ!" არამედ თქვი: "ეს კიდევ ცოტაა ჩემი ცოდვებისთვის" ნუ იტყვი: ო! რა უბედური ვარ! არამედ თქვი: ეს

ჩვენი ცოდვები, რითაც უფლის სახიერებას შეურაცხვყოფთ, ბევრად მეტია, ვიდრე - ღვთის სასჯელი, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ღმერთი, თავისი უდიდესი გულმოწყალების გამო, ყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ ჩვენი ცოდვები, რითაც უფლის სახიერებას

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2