სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება ამდაბლებს და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს. როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება

ქარიშხლის დროს ადამიანები უსაფრთხო სამყოფელში იმალებიან; ასევე განსაცდელისა და უბედურებისას უღრმავდებიან საკუთარ თავს და პირისპირ ხედავენ მას. ქარიშხლის დროს ადამიანები უსაფრთხო სამყოფელში

როგორც ჩაქუჩი ამტვრევს ქვას, ასევე მწუხარება შემუსრავს უხეშობას, უბრძნობლობას, ამპარტავნებასა და გულის უშიშრობას. როგორც ჩაქუჩი ამტვრევს ქვას, ასევე მწუხარება

მწუხარებებს შეუძლიათ, "სატანისგან ღვთისკენ მოაქციოს" (საქ. 26, 18) ყველაზე ჯიუტი ცოდვილიც კი, თუ მან ბოლომდე არ ჩაახშო საკუთარ თავში ზნეობრივი გრძნობები. მწუხარებებს შეუძლიათ, სატანისგან ღვთისკენ

ზოგჯერ ღმერთი იძულებულია, ადამიანს წაართვას ჯანმრთელობა, ქონება და სხვა სიკეთეები, როდესაც მათი მფლობელი ადამიანი არც სინდისის ყვედრებას ისმენს, არც სჯულის ქადაგებას და ამ ყოველივეს თავის საზიანოდ შეატრიალებს. ზოგჯერ ღმერთი იძულებულია, ადამიანს წაართვას

არც მამის გეშინია, არც მასწავლებლის, არც უფროსის, არც კანონის დამცველისა და არც მსაჯულის? არ გრცხვენია მეგობრის? ვერც სინდისი გამოგასწორებს? სწორედ ამ დროს მოდის ხორციელი ავადმყოფობა და არცთუ იშვიათად ყველაფერს ასწორებს. არც მამის გეშინია, მასწავლებლის, უფროსის

თავმდაბალი იყავი ბედნიერებაში, ვიდრე ღვთის მძიმე ხელი უბედურების საშუალებით არ დაგამდაბლებს. თავმდაბალი იყავი ბედნიერებაში, ვიდრე ღვთის

თვითონ დაიმდაბლე თავი, და მაშინ არ დაგჭირდება, რაიმე განსაკუთრებულმა უბედურებამ დაგამდაბლოს თვითონ დაიმდაბლე თავი, და მაშინ არ

ვისაც არ სურს სინანულის მწუხარება იტვირთოს, მას საღვთო განგებულება უნებურ მწუხარებას შეახვედრებს. ვისაც არ სურს სინანულის მწუხარება იტვირთოს

რბილი თიხა ადვილად იჭრება, ქვის დამტვრევას კი მძიმე ურო სჭირდება რბილი თიხა ადვილად იჭრება, ქვის დამტვრევას კი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2