სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ისრაელის მოგზაურობა არაბეთის უდაბნოში ჩვენს მიწიერ ცხოვრებას ჰგავს. ვიდრე ზეციურ ქანაანს მივაღწევდეთ, მანამდე მრავალი უბედურებისა და მწუხარების დათმენა მოგვიწევს. ისრაელის მოგზაურობა არაბეთის უდაბნოში ჩვენს

როგორც მიწაზე მცხოვრებისთვის შეუძლებელია, თავი აარიდოს ამ ჰაერს, ასევე, ამ სამყაროში მცხოვრები ადამიანი ვერ იქნება მწუხარებისა და განსაცდელის გარეშე როგორც მიწაზე მცხოვრებისთვის შეუძლებელია

როგორც ზღვაში ტალღას ტალღა მოსდევს, ასევე ცხოვრებაშიც, უბედურებას უბედურება მოსდევს, წყენას - წყენა, განსაცდელს - განსაცდელი. როგორც ზღვაში ტალღას ტალღა მოსდევს, ასევე

მართალია, ჩვენი აზრით მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს. მართალია, ჩვენი აზრით მრავალნი კეთილდღეობაში

შესანიშნავ სამყოფელებში ისევე ტირიან, როგორც ქოხში, ხშირად კი ოქროდანაც მოედინება ცრემლები. შესანიშნავ სამყოფელებში ისევე ტირიან, როგორც

ზოგჯერ გარეშე მაყურებლის თვალში ძალზე ბედნიერი ადამიანები, სინამდვილეში ყველაზე უბედურები არიან. ზოგჯერ გარეშე მაყურებლის თვალში ძალზე

მიწაზე ყველაზე კეთილდღეობითი ცხოვრება აღსავსეა გაუთვალისწინებელი წყენით, დაუკმაყოფილებელი სურვილებით, მძიმე, არცთუ იშვიათად დამქანცველი შრომით. რისთვის არის ეს დაშვებული ღვთის განგებულებისგან, თუ არა იმისთვის, რომელმაც იმ ნეტარების შენარჩუნება არ ისურვა, უკვე მწარე გამოცდილებით შეიცნო, რა დაკარგა და მორჩილებითა და სათნო ცხოვრებით უფრო გულმოდგინედ უბრუნდება ზეციურ ცხოვრებას. მიწაზე ყველაზე კეთილდღეობითი ცხოვრება

ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი იმალება ხილულ მწუხარებაში ყოველთვის უხილავი მადლი

მწუხარებები ბადეა, რომლითაც მაცხოვარი ზეციური სასუფეველისთვის გვინადირებს; ეს მისი სათხეველია, რითაც ზეცისკენ მიგვიზიდავს; ეს ბორკილია, რომლითაც იგი გვაბამს თავისთან ჩვენდამი სიყვარულის გამო. მწუხარებები ბადეა, რომლითაც მაცხოვარი ზეციური

მწუხარებანი და უბედურებანი, რომელთაც ჩვენ ცხოვრების მანძილზე ვხვდებით, ნამდვილი წამლობაა ჩვენი სულიერი ავადმყოფობის ჟამს. ისინი აცოცხლებენ ჩვენში ვნებებისა და უკანონობისგან მიძინებულ ჩვენს სინდისს, გვაიძულებენ, ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, შევიცნოთ საკუთარი ცოდვილი მდგომარეობა და ჩვენი თავის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ; ისინი უნებურად მოსწყვეტენ ჩვენს გულს მიწასა და მიწიერს და მიმართავენ ღვთისკენ, რომელსაც სულ მალე ვივიწყებთ, როგორც კი სიამოვნებაში აღმოვჩნდებით. მწუხარებანი და უბედურებანი, რომელთაც ჩვენ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2