სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უბედურებანი ისევე აუცილებელი და სათნომყოფელია სულისთვის, როგორც - ქარიშხალი და ხილული ბუნებისთვის. უბედურებანი ისევე აუცილებელი და სათნომყოფელია

საშინელია ქუხილი, მაგრამ რა დაემართებოდა ატმოსფეროს მის გარეშე? მწარეა მწუხარება, მაგრამ რა დაბლა დაეცემოდა ადამიანის ბუნება ამ განმწმენდი ძალის გარეშე! საშინელია ქუხილი, მაგრამ რა დაემართებოდა

განსაცდელები რომ არ არსებობდეს, ვერავინ ცხონდებოდა განსაცდელები რომ არ არსებობდეს, ვერავინ

საშინელებაა მწუხარების გარეშე დიდხანს დარჩენა. დამდგარი წყალი ჭაობად იქცევა, ქარიშხლები და ქარები კი აცოცხლებენ და შემოქმედებითად აღანთებენ მას. საშინელებაა მწუხარების გარეშე დიდხანს

ოქრო და ვერცხლი უცეცხლოდ არ განიწმინდება; ასევე სულიც, მწუხარებებისა და განსაცდელების გარეშე ვერ განიწმინდება ცოდვილი ვნებებისგან. ოქრო და ვერცხლი უცეცხლოდ არ განიწმინდება;

კეთილდღეობა მწუხარების გარეშე საშიშია: მეყსეულად მოეწევა ადამიანს უბედურება. კეთილდღეობა მწუხარების გარეშე საშიშია:

ადამიანური ბედნიერება ხშირად მუდმივი განსჯის მიზეზი ხდება ადამიანური ბედნიერება ხშირად მუდმივი განსჯის

ავადმყოფობისთვის ცუდის მომასწავებელი ნიშანია, როცა ექიმი უკვე ნებას რთავს, ის ჭამოს და სვას, რაც ესიამოვნება: როგორც ჩანს, ექიმმა უკვე მისი გაჯანსაღების იმედი დაკარგა და მას სიკვდილის გარდაუვალ მსხვერპლად მიიჩნევს. ზუსტად ასევე ექცევა ღმერთი ცოდვილსაც, რომელმაც ვერ შეძლო ესარგებლა მისი მადლის ნიჭით. მაშინ ნებას გვაძლევს, ვაკეთოთ ყოველივე, რაც ჩვენს გრძნობებს ეამება (ფს. 80, 12,13; რომ. 1, 21-24). ავადმყოფობისთვის ცუდის მომასწავებელი ნიშანია

როცა მამა შვილს დაუსჯელად ტოვებს და თავის ნებაზე მიუშვებს, აშკარავდება, რომ მან ზურგი აქცია და განიშორა იგი; ასევე, როცა უფალი ადამიანს დატოვებს დაუსჯელად, იმის მიმანიშნებელია, რომ მან ღვთის წყალობისგან განაძევა იგი. და ასეთ ადამიანს სხვა არაფერი ელის, გარდა - საკუთარ თავზე მოწევნული ღვთის რისხვისა. როცა მამა შვილს დაუსჯელად ტოვებს და თავის

მან, ვისაც სურს, თავიდან აირიდოს მომავალი უბედურებები, სიხარულით უნდა აიტანოს ის, რაც დღეს შეემთხვევა მან, ვისაც სურს, თავიდან აირიდოს მომავალი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2